დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 441 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 20/06/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 94, 02/07/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 430.030.000.22.022.010.474 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.010.474
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №441
2007 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებით (სსმ III, 2007 წ., №3, მუხ. 22) დამტკიცებულ „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის“ მე-4 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის შეფასება უშვებს ორი სახის შეფასებას:
ა) (P) – დაიცვა;
ბ (F) – ვერ დაიცვა.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
დოკუმენტის კომენტარები