დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №71 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 176 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/06/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 88, 25/06/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.027.010.473 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.010.473
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №176
2007 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №71 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №71 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება:
1. მე-5 მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შედეგი სახით:
„8. დაკავებულ თანამდებობასთან თანამშრომლის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ატარებს თანამშრომელთა ატესტაციას (ატესტაციის წესი და პირობები განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით)“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები