დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 14/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.948 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №4
2008 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №60, მუხლი 526) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ტ“ და ,,უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ტ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების გაცემა და ატმოსფერული ჰაერის და წყლის რესურსების დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ/ჩაშვებულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშისა და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის/ჩაშვების ზღვრულად დასაშვები მნიშვნელობების (ნორმების) შეთანხმება;
უ) ეკოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზება;“.
2. მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) შექმნას და აწარმოოს დამოუკიდებელ ექსპერტთა სახელმწიფო რეესტრი ეკოლოგიური ექსპერტიზის განსახორციელებლად;“.
3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“, ,,დ“, ,,ე“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,თ“, ,,ი“ და ,,მ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
5. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ო“ ქვეპუნქტი:
,,ო) დაცული ტერიტორიების სააგენტო.“.
მუხლი 2. გარდამავალი დებულებები
1. რეორგანიზებულ იქნენ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი და საჯარო სამართლის იურიდიული პირები: თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით რეორგანიზებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით რეორგანიზებული დაწესებულებების შესაბამისი სახელმწიფო ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსათვის გადაცემა.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 1 თებერვლიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები