დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2007 წლის 3 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 11/06/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 82, 14/06/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/06/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.010.080.11.004.010.443 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.080.11.004.010.443
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №18
2007 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
,,მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2007 წლის 3 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე, 59-ე მუხლების შესასრულებლად, ამავე კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2007 წლის 3 მაისის №12 დადგენილებით დამტკიცებულ ,,მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესში“ (სსმ III, 2007 წ., №65, მუხ. 734) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1) პირველ მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,5. მინიმალური რეზერვების გაანგარიშება და დაცვა ეროვნული ვალუტით ხდება ერთეულ ლარებში (თეთრების გარეშე). თანხები 50 თეთრამდე მხედველობაში არ მიიღება, 50 და მეტი თეთრი დამრგვალდება ერთ ლარამდე. მინიმალური რეზერვების გაანგარიშება და დაცვა აშშ დოლარით ხდება ერთეულ დოლარებში (ცენტების გარეშე). თანხები 50 ცენტამდე მხედველობაში არ მიიღება, 50 და მეტი ცენტი დამრგვალდება ერთ დოლარამდე.“.
2) მესამე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეზერვის ანგარიშზე ფაქტობრივად არსებული ნაშთის, შესაბამის მინიმალურ სავალდებულო რეზერვთან მეტობის შემთხვევაში, სავალდებულო რეზერვის ანგარიშზე ზედმეტად რიცხულ თანხას ეროვნული ბანკი ბანკს უბრუნებს საკორესპოდენტო ანგარიშზე, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე.“.
3) მეექვსე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების შესაბამისი, ეროვნულ ბანკში მინიმალური სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე არსებული ეროვნული ვალუტის, აშშ დოლარით ჩანაცვლება ბანკმა განახორციელოს ეტაპობრივად, ამ მუხლის პუნქტი 4-ის მიხედვით. უცხოური ვალუტის ეროვნული ვალუტით ჩანაცვლება დაუშვებელია.“.
,,5. ამ წესის შესაბამისად:
მინიმალური რეზერვების პირველ დასაცავ პერიოდს წარმოადგენს 2007 წლის 1 ივნისიდან 2007 წლის 13 ივნისის ჩათვლით პერიოდი და მისთვის გაანგარიშების პერიოდად გამოიყენება 2007 წლის 1 მაისიდან 2007 წლის 14 მაისის ჩათვლით პერიოდი.
მინიმალური რეზერვების დასაცავ მეორე პერიოდს წარმოადგენს 2007 წლის 14 ივნისიდან 2007 წლის 27 ივნისის ჩათვლით პერიოდი და მისთვის გაანგარიშების პერიოდად გამოიყენება 2007 წლის 15 მაისიდან 2007 წლის 28 მაისის ჩათვლით პერიოდი.
მინიმალური რეზერვების დასაცავ მესამე პერიოდს წარმოადგენს 2007 წლის 28 ივნისიდან 2007 წლის 11 ივლისის ჩათვლით პერიოდი და მისთვის გაანგარიშების პერიოდად გამოიყენება 2007 წლის 29 მაისიდან 2007 წლის 11 ივნისის ჩათვლით პერიოდი.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 11 ივნისიდან.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე რ. გოცირიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები