დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილებისა (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 150 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 08/06/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 82, 14/06/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/02/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.020.000.18.011.010.437 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.010.437
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №150
2007 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
,,კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილებისა (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლებისა და ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-15 და მე-18 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №240 ბრძანებით დამტკიცებული ,,კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილებისა (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის შექმნის წესის“ (სსმ III, 15.09.2006 წ., №127, მუხ. 1682) მე-3 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ფილიალისა და განყოფილების დაარსებისთვის აუცილებელი პირობები
1. კომერციულ ბანკს უფლება აქვს დააარსოს ფილიალი ან განყოფილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბანკში ჩატარებული ბოლო შემოწმების შედეგად ბანკს მინიჭებული აქვს CAMEL-ის რეიტინგის მიხედვით პირველი, მეორე ან მესამე კატეგორია;
ბ) ფილიალს ან/და განყოფილებას აქვს შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა, ჰყავს კვალიფიციური კადრები და მზადაა კლიენტებსა და სათავო ბანკთან (ფილიალთან) დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების განსახორციელებლად;
გ) მიღებული აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობა ფილიალის ან/და განყოფილების შექმნის თაობაზე.
2. კომერციული ბანკი უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ფილიალის ან/და განყოფილების დაარსებისთვის თანხმობის მისაღებად იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. თუ კომერციული ბანკი ვერ აკმაყოფილებს მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საქართველოს ეროვნული ბანკი არ მისცემს თანხმობას კომერციულ ბანკს ფილიალისა ან/და განყოფილების შექმნის თაობაზე. ცალკეულ შემთხვევაში, თუ კომერციულ ბანკს CAMEL-ის სისტემის მიხედვით არა აქვს მიღებული პირველი, მეორე ან მესამე კატეგორია, მაგრამ მისი ბოლო შემოწმების პერიოდიდან მკვეთრად გაუმჯობესდა ფინანსური მდგომარეობა, რაც უწყვეტად დასტურდება ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზე მომზადებული გარესაბანკო ზედამხედველობის დასკვნებით მიცემული შეფასებებით (მე-2 ან მე-3 კატეგორია), ეროვნული ბანკი განიხილავს მისთვის შესაბამისად, ფილიალის ან/და განყოფილების შექმნის თაობაზე თანხმობის მიცემის საკითხს.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გოცირიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები