,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 18 სექტემბრის №1020 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ“ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 706
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 11/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 81, 11/06/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 15/07/2008
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.010.432
  • Word
706
11/06/2007
სსმ, 81, 11/06/2007
360.160.000.22.023.010.432
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 18 სექტემბრის №1020 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ“ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 18 სექტემბრის №1020 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ“ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.010.432

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №706

2007 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 18 სექტემბრის №1020 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ“ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 18 სექტემბრის №1020 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ“ დებულებაში (სსმ III, 2006 წ., №131, მუხ. 1732) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) პრეტენდენტი ღია აუქციონზე არ გამოცხადდა;“;

ბ) დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.ბ) Q – ლიცენზიით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსის, მათ შორის A,B,C1,C2 კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის, ასევე P კატეგორიის ქვიშა-ხრეშისა და P კატეგორიის საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოსაყენებელი მიწისქვეშა მტკნარი წყლის მთლიანი მოცულობა. (ტონა, მ3, გრამი ან სხვა); სადაც, A,B,C1,C2 კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ქვიშა-ხრეშისა) მოცულობა გამოიანგარიშება სასარგებლო წიაღისეულის მარაგების კატეგორიების შესაბამის კოეფიციენტებზე ნამრავლის ჯამით. ნებისმიერი (A,B,C1,C2,P) კატეგორიის ქვიშა-ხრეშის შემთხვევაში Q შეადგენს ქვიშა-ხრეშის მთლიან მოცულობას შესაბამის კოეფიციენტებზე გამრავლების გარეშე, ხოლო P კატეგორიის საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოსაყენებელი მიწისქვეშა მტკნარი წყლის შემთხვევაში, მტკნარი წყლის მთლიან მოცულობას.“;

გ) დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. იმ სასარგებლო წიაღისეული რესურსების, რომელთა შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება ს.ს.ი.პ. ,,სივრცული ინფორმაციის ცენტრში“, ასევე P კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის მარაგის (გარდა ქვიშახრეშისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოსაყენებელი მიწისქვეშა მტკნარი წყლისა) აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:

შენიშვნა: ამ ფორმულით განსაზღვრულ პირობით აღნიშვნებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მოყვანილ პირობით აღნიშვნებს, ხოლო: Q1 – ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში განსაზღვრული ბუნებრივი რესურსების მოცულობა, რომელიც ტონებსა და მ3-ში განისაზღვრება 200 ერთეულით, ხოლო გრამებში, კილოგრამებში, კარატებსა და კ.კალორიებში – 200 000 ერთეულით. თუ ამ პუნქტით განსაზღვრული ფორმულით დაანგარიშებული ფასი შეადგენს 10 000 ლარზე ნაკლებს, აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება 10 000 ლარის ოდენობით.“;

დ) დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) მე-11 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე მის მიერ დასახელებულ თანხას (რომელიც დაფიქსირებულია ოქმში);“;

ე) დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სამინისტროში არ იქნა წარმოდგენილი სააუქციონე მოთხოვნებით განსაზღვრული რაოდენობის განაცხადი აუქციონში მონაწილეობის მიღების თაობაზე;“;

ვ) დებულების მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ტყეშელაშვილი