დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის“ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 148 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 07/06/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 82, 14/06/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.090.000.18.011.010.428 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.010.428
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №148
2007 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის“ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის“ დებულებაში (სსმ III, 21.02.2002 წ., №16, მუხლი 117) შეტანილ იქნეს ცვლილება და 1-ლი მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. ა) აუქციონში მყიდველის სტატუსით მონაწილეობის უფლება ეძლევათ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ CAMEL-ის რეიტინგული სისტემით პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის ბანკებს (რეიტინგებს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტი. საკრედიტო კომიტეტი ხელმძღვანელობს ზედამხედველობის დეპარტამენტიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით).“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
რ. გოცირიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები