დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2006 წლის 2 ოქტომბრის №127 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 73 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/06/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 81, 01/11/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/11/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.170.000.22.029.010.421 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.010.421
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის
ბრძანება №73
2007 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
,,იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2006 წლის 2 ოქტომბრის №127 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 და მე-13 პუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2006 წლის 2 ოქტომბრის №127 ბრძანების (სსმ III, 2006 წ., №138, მუხ. 1914) პირველი პუნქტით დამტკიცებულ იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დევნილთა 2004 წლის ნიმუშის მოწმობის გამოცვლა და ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა განხორციელდეს 2007 წლის 1 სექტემბრამდე.“.
2. წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. 2004 წლის ნიმუშის დევნილის მოწმობა ძალაშია 2007 წლის 1 სექტემბრამდე.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხევიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები