„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 295
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 80, 08/06/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 25/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.010.418
  • Word
295
06/06/2007
სსმ, 80, 08/06/2007
120.010.000.22.026.010.418
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.010.418

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №295

2007 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებით (სსმ III, 21.07.2006, №96, მუხ. 1288) დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით, ვბრძანებ:

    მუხლი 1

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების პირველი და მესამე პუნქტები შესაბამისად ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის“ თანდართული დებულება.

3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულება“.

4. დებულების პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – სამხედრო პოლიცია) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფი, იგი წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს დანაშაულის გამოძიებას, პრევენციულ და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას, სამხედრო და სხვა სტრატეგიული ობიექტების (საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ) უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფას.

    მუხლი 2

სამხედრო პოლიცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 3

სამხედრო პოლიცია ექვემდებარება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს და ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე.

    მუხლი 4

სამხედრო პოლიციას აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი“, აგრეთვე შტამპი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.“.

5. დებულების მე-6 მუხლის დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტების), სამხედრო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხოლო საგანგებო დავალებების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით – სტრატეგიული დანიშნულების სამოქალაქო ობიექტების უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ;“.

6. მე-6 მუხლის ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) სამხედრო ოპერაციების დროს საბრძოლო შენაერთებში სამხედრო დისციპლინის უზრუნველყოფა.“.

7. მე-7 მუხლის ა“, ზ“, თ“ და ი“ ქვეპუნქტები შესაბამისად ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) სამინისტროს სამხედრო ობიექტების შიდა უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საომარი მდგომარეობის დროს, სამხედრო ტყვეების (საგანგებო სიტუაციებში – სამოქალაქო პირების) ბადრაგირება, განთავსება, სამხედრო ტყვეთა ბანაკების უსაფრთხო ფუქციონირების უზრუნველყოფა;

თ) საგანგებო მდგომარეობის დროს, მოსახლეობის ევაკუაციის, იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა გადაადგილება-განთავსების ორგანიზება და უსაფრთხოება;

ი) სამხედრო წვრთნების დროს, საწვრთნელ ტერიტორიაზე, სასროლეთსა და პოლიგონებზე სამხედრო დისციპლინისა და უსაფრთხოების წესების უზრუნველყოფაზე კონტროლის განხორციელება.“.

8. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პ“ ქვეპუნქტი:

პ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამშვიდობო მისიებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში დისციპლინაზე კონტროლის განხორციელება. “.

9. მე-8 მუხლის მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

10. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სამხედრო პოლიცია დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ (საერთაშორისო შეთანხმებებითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში) და ფუნქციონირებს ერთიანი ცენტრალიზებული წესით. “.

11. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) პერიოდულად წარუდგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და გაერთიანებული შტაბის უფროსს ანგარიშს სამხედრო პოლიციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და წინადადებებს – სამხედრო პოლიციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე. “.

12. მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები შესაბამისად ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სამხედრო პოლიციის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც სამხედრო პოლიციის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი და რომელთა უფლებამოსილება განისაზღვრება სამხედრო პოლიციის უფროსის ბრძანებით.

4. სამხედრო პოლიციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას (მისივე ბრძანებით) ასრულებს სამხედრო პოლიციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.“.

13. დებულების მეხუთე და მეექვსე თავები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი V

სამხედრო პოლიციის სტრუქტურული დანაყოფები, მათი ფუნქციები და მმართველობა

    მუხლი 11

სამხედრო პოლიციის სტრუქტურული დანაყოფებია (ტექსტში შემდგომ დანაყოფი)

ა) სამხედრო პოლიციის ადმინისტრაცია;

ბ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველო;

გ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;

დ) ობიექტების უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო;

ე) დაცვის სამმართველო;

ვ) სამხედრო პატრულის სამმართველო;

ზ) ოპერატიული აღრიცხვის სამმართველო;

თ) სპეციალურ გამოკვლევათა განყოფილება;

ი) რეგიონალური სამმართველოები: თბილისის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველო, კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო, შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის რეგიონალური სამმართველო, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო, აჭარის რეგიონალური სამმართველო.

    მუხლი 12.

1. სამხედრო პოლიციის ადმინისტრაციის ფუნქციებია:

ა) სამხედრო პოლიციის ქვემდებარე დანაშაულებათა (მათში მონაწილე პირთა) და სამართალდარღვევათა აღრიცხვა-სისტემატიზაცია, სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფებიდან გაწეული მუშაობის შედეგების სტატისტიკური ანალიზი, სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება;

ბ) სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობის დაკომპლექტებისათვის წინადადებების წარდგინება, მათი შერჩევა-განაწილება და პროფესიული დონის ამაღლება, საორგანიზაციო-საშტატო მუშაობის ორგანიზება;

გ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტების გაცემა, აგრეთვე სანომრე ნიშნების გაცემა-რეგისტრაცია;

დ) სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფებში არქივისა და საქმისწარმოების ორგანიზება.

2. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სამხედრო პოლიციის ქვემდებარეობის მიხედვით, რთული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება და ამ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის ხაზობრივი ანალიზი;

ბ) დანაშაულის სახეების, ხერხების და მეთოდების განსაზღვრა;

გ) სამხედრო პოლიციის შესაბამისი დანაყოფების ოპერატიული ინფორმაციით უზრუნველყოფა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება-ორგანიზება;

დ) სამხედრო პოლიციის რეგიონალურ სამმართველოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კოორდინაცია;

ე) სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად მიმტოვებელი და დეზერტირობაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეებზე ძებნილ პირთა ძებნა-დაკავება.

3. ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფების მიერ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ოპერატიულ-ტექნიკური ხელშეწყობა;

ბ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის გათვალისწინებით სპეციალური საშუალებებისა და სპეციალიზებული დანაყოფების გამოყენებით ოპერატიულ-ტექნიკური და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარება;

4 ობიექტების უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სამხედრო ობიექტებზე შიდა უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ცალკეულ, განსაკუთრებულ დავალებათა შესრულება, მისი მონიტორინგი და ამ დავალებებიდან გამომდინარე ვითარების ოპერატიული ანალიზის უზრუნველყოფა.

5. დაცვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირთა დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი უცხო ქვეყნის თავდაცვის სისტემის (სამოქალაქო და სამხედრო) თანამდებობის პირთა დაცვითი ღონისძიებების (საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხოების ექსკორტით) უზრუნველყოფა;

გ) სამხედრო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა დაშვების ორგანიზება და სამხედრო პოლიციის ქვემდებარე დანაშაულის შესახებ განცხადება-შეტყობინების მიღება და რეგისტრაცია;

დ) სამხედრო პოლიციაზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღისა და კავშირგაბმულობის საშუალებების გაცემის ორგანიზება, დღეღამური ოპერატიული ვითარების ინფორმაციის მიღება-სისტემატიზაცია.

6. სამხედრო პატრულის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების ტერიტორიაზე, სამხედრო ქვედანაყოფებში, ქუჩებში, საზოგადოებრივ ადგილებში, რკინიგზის სადგურებში, პორტებში, აეროპორტებში, სამხედრო ნაწილების მიმდებარე ტერიტორიის დასახლებულ პუნქტებში სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და სამხედრო წესრიგის დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ბ) პატრულირების განხორციელება და კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;

გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

7. ოპერატიული აღრიცხვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საიდუმლო საქმისწარმოების, ოპერატიული ინფორმაციის, ოპერატიული აღრიცხვის საქმეების და საიდუმლო თანამშრომელთა აპარატის აღრიცხვა;

ბ) სამხედრო პოლიციის დანაყოფების მიერ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაში მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

გ) სამხედრო პოლიციაში საიდუმლო რეჟიმის, კონსპირაციის დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი.

8. სპეციალურ გამოკვლევათა განყოფილების ფუნქციაა:

სასამართლო დადგენილებით (ბრძანებით), გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით დოკუმენტური რევიზიის, შემოწმების ჩატარება და გამოძიებისათვის, მიღებულ შედეგებზე დასკვნების წარდგენა;

9. სამხედრო პოლიციის რეგიონალური სამმართველოები ახორციელებენ ამ დებულებით სამხედრო პოლიციისათვის განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს შესაბამის სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში.

    მუხლი 13.

1. დანაყოფის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს დანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) წარმოადგენს დანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს დანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) შეიმუშავებს წინადადებებს დანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) შუამდგომლობს დანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ზ) ანგარიშს აბარებს სამხედრო პოლიციის უფროსს დანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;

ი) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

2. საგამოძიებო დანაყოფების უფროსებმა შესაძლებელია უშუალოდ აწარმოონ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება.

3. დანაყოფების უფროსებს ჰყავთ მოადგილეები, რომლებიც უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებენ მის მოვალეობას.

თავი VI

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 14

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

    მუხლი 2

ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.

    მუხლი 3

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დ. კეზერაშვილი