დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპურ დებულებაში და მის №1 დანართში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 161 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/06/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 79, 05/06/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.027.010.412 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.010.412
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №161
2007 წლის 5 ივნისი
ქ. თბილისი
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპურ დებულებაში და მის №1 დანართში დამატებების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006 წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპურ დებულებაში და მის №1 დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1) დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:
„ 22. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის და ქუთაისის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით იღებენ „ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დევნილთა განცხადებებს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ, რომელთაც უგზავნიან ამავე სააგენტოს აფხაზეთის სამსახურს პირადობის მოწმობის დასამზადებლად. სააგენტოს ბათუმის და ქუთაისის სამსახურები ასევე ახორციელებენ აღნიშნული წესით დამზადებული პირადობის მოწმობების გაცემას დევნილებზე.
2) №1 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„ 51. ლტოლვილის დროებით ბინადრობის მოწმობას „ ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ლტოლვილად ცნობილ პირებზე გასცემენ მხოლოდ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბის და ახმეტის სამსახურები.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები