დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურში კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 14 მარტის №431 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 162 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/06/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 79, 05/06/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.010.22.027.010.413 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.027.010.413
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №162
2007 წლის 5 ივნისი
ქ. თბილისი
„საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურში კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 14 მარტის №431 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 14 მარტის №431 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №29, მუხ. 278) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. კონკურსის საორგანიზაციო საკითხების ჯეროვნად მოგვარების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით იქმნება სამდივნო.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები