დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 792 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/06/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 79, 05/06/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.22.034.010.410 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.034.010.410
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №792
2007 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 ივნისის №786 ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №84 მუხ.1127) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველო (ბათუმი);
ბ) სასაზღვრო პოლიცის №2 სამმართველო (ახალციხე);
გ) სასაზღვრო პოლიციის №3 სამმართველო (წითელი ხიდი);
დ) სასაზღვრო პოლიციის №4 სამმართველო (დედოფლისწყარო);
ე) სასაზღვრო პოლიციის №5 სამმართველო (ლაგოდეხი);
ვ) სასაზღვრო პოლიციის №6 სამმართველო (ბარისახო);
ზ) სასაზღვრო პოლიციის №7 სამმართველო (ყაზბეგი);
თ) სასაზღვრო პოლიციის №8 სამმართველო (ჯავა-ონი);
ი) სასაზღვრო პოლიციის №9 სამმართველო (მესტია);
კ) სასაზღვრო პოლიციის №10 სამმართველო (ზემო აფხაზეთი);
ლ) სასაზღვრო პოლიციის №11 სამმართველო (აეროპორტი თბილისი);
მ) სასაზღვრო პოლიციის №12 სამმართველო (სოხუმი).“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები