დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა შევსების ლიმიტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 28 თებერვლის №54 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 160 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 79, 04/06/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/01/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.110.000.22.027.010.407 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.027.010.407
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №160
2007 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა შევსების ლიმიტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 28 თებერვლის №54 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა განთავსების მაქსიმალური რაოდენობის დადგენის მიზნით, ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა შევსების ლიმიტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 28 თებერვლის №54 ბრძანების (სსმ III, 2007 წ., №27, მუხ. 325) პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) №7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება (მცხეთის რაიონი) – 1336 ადგილი;“.
2. ამოღებულ იქნეს ბრძანების პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტი.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები