,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 მაისის №103 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 301
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 186, 28/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.942
  • Word
301
28/12/2007
სსმ, 186, 28/12/2007
040.030.000.10.003.000.942
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 მაისის №103 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №301

2007 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 მაისის №103 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 მაისის №103 დადგენილებით (სსმ III, 2007 წ., №70, მუხლი 776) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარების სფეროში სამეცნიერო ინფორმაციის საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეებს შორის გაცვლის, საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა საერთაშორისო პროგრამებში, კონფერენციებსა და შეხვედრებში მონაწილეობის ხელშეწყობა; ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზება;“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სახელმწიფო სტიპენდიების, ჰონორარებისა და პრემიების მინიჭების წესს;“.

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 მუხლი:

    „მუხლი 13. გარდამავალი დებულება

მე-7 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას 2008 წლის 1 იანვრამდე ახორციელებს რუსთაველის ფონდის დირექტორი.“.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე