,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 602
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 25/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 79, 05/06/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 30/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.010.397
  • Word
602
25/05/2007
სსმ, 79, 05/06/2007
360.160.000.22.023.010.397
,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

360.160.000.22.023.010.397

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №602

2007 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებით (სსმ III, 12.12.2005წ., №144, მუხ. 1603) დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,დანართი №1

გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში

1. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალურ ტანსაცმელს (უნიფორმას) წარმოადგენს:

ა) ხაკისფერი კეპი;

ბ) ხაკისფერი კომბინირებული ქურთუკი/მოსახსნელი დასათბუნებლით;

გ) შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი;

დ) ნაცრისფერი პერანგი (ზაფხულის და ზამთრის);

ე) ხაკისფერი შარვალი (ზაფხულის და ზამთრის);

ვ) ხაკისფერი ჟილეტი.

2. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის კომბინირებული ქურთუკისა და პერანგის უკანა (ზურგის) მხარეს ამოტვიფრულია ასონიშნები ,,გ დ ი“ (სიტყვების ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“ აბრევიატურა), ხოლო მარცხენა ჯიბის ზევით ამოტვიფრულია სიტყვები ,,გარემოს დაცვის დაცვის ინსპექცია“.

3. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის ჟილეტის უკანა (ზურგის) მხარეს ამოტვიფრულია ასონიშნები ,,გ დ ი“ (სიტყვების ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“ აბრევიატურა), ხოლო მარცხენა მხარეს მკერდზე ამოტვიფრულია სიტყვები ,,გარემოს დაცვის დაცვის ინსპექცია“.

4. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის კომბინირებული ქურთუკისა და პერანგის სახელოს, ასევე ჟილეტსა და კეპს გააჩნია დანაკერი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გეომეტრიულ ფიგურას (ნიმუში თან ახლავს), რომლის მწვანე ველზე გამოსახულია ფრთაგაშლილი არწივი და ,,ელვა“, როგორც სიმბოლო ძლიერებისა და სამართლიანობისა. გეომეტრიულ ფიგურაში ამოტვიფრულია წარწერა: ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“.

 

 

2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი მოადგილე               დ. ჩანტლაძე