დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 24 სექტემბრის №1181 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 154 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 75, 29/05/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.150.000.22.027.010.383 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.010.383
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №154
2007 წლის 28 მაისი
ქ. თბილისი
,,ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 24 სექტემბრის №1181 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სა-ხელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართვე-ლოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 24 სექტემბრის №1181 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №105, მუხ.902) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,ღ“, ,,ჩ“, ,,ც“ და ,,ძ“ ქვეპუნქტები.
2. მე-9 მუხლის მეოთხე პუნქტს დაემატოს ,,გ – კ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ბრძანება – 41;
დ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება – 42;
ე) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება – 43;
ვ) აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება – 44;
ზ) სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება – 45;
თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება – 46;
ი) ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება – 47;
კ) ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭოს დადგენილება – 48.“.
3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,პ“, ,,ს“, ,,ტ“ და ,,უ“ ქვეპუნქტები.
4. მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,ხ – ჰ.ე“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ხ) თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსი – 046;
ჯ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი – 047;
ჰ) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი – 048;
ჰ.ა) აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი – 049;
ჰ.ბ) სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი – 050;
ჰ.გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი – 051;
ჰ.დ) ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი – 052;
ჰ.ე) ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭო – 053“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები