,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 6 მარტის №71/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 159/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 24/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 74, 25/05/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 22/09/2009
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.379
  • Word
159/ნ
24/05/2007
სსმ, 74, 25/05/2007
470.230.000.22.035.010.379
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 6 მარტის №71/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.379

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №159/ნ

2007 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის    6 მარტის №71/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 6 მარტის №71/ნ ბრძანების (სსმ III, 2007წ., №35, მუხ. 417) პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,მუხლი 2

სამინისტროს მიერ აპოსტილით მოწმდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში გაცემული შემდეგი ოფიციალური დოკუმენტები:

ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობა (ფორმა 027-3/ა);

ბ) დამოუკიდებელი საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;

გ) ლიცენზია/ნებართვა;

დ) სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის ან მასთან გათანაბრებული პირის მოწმობა;

ე) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების თანამდებობის პირების მიერ მიღებული/გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი