დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №76 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 559 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 73, 23/05/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.22.023.010.371 |
სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.010.371
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №559
2007 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №76 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №76 ბრძანებაში (სსმ III, 02.02.2007 წ., №15, მუხ. 163) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვა“.
ბ) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს თავმჯდომარის მოადგილეებისა და რეგიონალური სატყეო სამმართველოების უფროსების კანდიდატურებს.“.
გ) დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე.“.
დ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 61. სამსახურის უფროსი
1. დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ სამსახურის უფროსები.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილეების დავალებებსა და მითითებებს;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) სამსახურის თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებს შესაბამისი კომპეტენციის მიხედვით;
დ) თავმჯდომარეს წარუდგენს რეკომენდაციებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ;
ე) მოქმედებს სამსახურის სახელით დეპარტამენტის, აგრეთვე სხვა ორგანოებთან და პირებთან ურთიერთობისას.
ე) დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას სახელმწიფო წარმომადგენლობის გაწევა სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებში.“
ვ) დებულების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შემოსული განცხადებებისა და საჩივრების შინაარსის განხილვა და, საჭიროების შემთხვევაში, მათზე რეაგირების განხორციელების უზრუნველყოფა.“
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ტყეშელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები