დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 23/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 73, 23/05/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.060.010.39.036.010.369 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.010.369
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №24
2007 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანების (სსმ III, 2004 წ., №119, მუხ. 1032) მე-7 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანებია:
გენერალური პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; გენერალური პროკურორის ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სხვა სტრუქტურულ დანაყოფებში მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ვიზირება; საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; პროკურატურის სისტემაში, აგრეთვე სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდის, იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიებათა აღსრულების, აგრეთვე დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება; სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა; უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ექსტრადიციის საკითხების განხილვა, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეთა ექსტრადაციის შესახებ შუამდგომლობების მომზადება და მათი დანიშნულებისამებრ გაგზავნა; დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე, ასევე შრომით დავებთან დაკავშირებით სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; გენერალური პროკურატურის ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ბრალდებული თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის მფლობელობაში არსებული უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე რეკეტული ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრა და სასამართლო პროცესის წარმოება; აღნიშნულ საქმეებზე ქვემდგომი საოლქო, რაიონული, საქალაქო პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის და პროკურატურის სხვა მუშაკებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებებისა და განკარგულებების მიცემა.
11. საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანებია:
პროკურატურის ორგანოების მაღალკვალიფიციური კადრებით შევსების უზრუნველყოფა; პროკურატურის მუშაკების პირადი საქმეების წარმოება, მათი სოციალური დაცვის საკითხების გადაწყვეტა; პროკურატურის მუშაკებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებისა და ჩამორთმევის კონტროლი; პროკურატურის მუშაკთათვის დადგენილი წესით ატესტაციის ჩატარების ორგანიზება; პერსონალური ხასიათის ბრძანებების მომზადება და რეგისტრაცია; პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის მექანიზმის სრულყოფა; პროკურატურის ორგანოებში შრომის დისციპლინის კონტროლი; ცალკეულ შემთხვევებში შრომით დავებთან დაკავშირებით სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პროკურატურის მოხელეთათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემისა და აღრიცხვის ორგანიზება; სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები