დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | სხვა ადმინისტრაციული ორგანო |
| მიღების თარიღი | 23/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 73, 23/05/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.060.010.39.036.010.368 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.010.368
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №23
2007 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №19 ბრძანებაში (სსმ III, 17.10.2005, №119, მუხ. 1329) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
გენერალური პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; გენერალური პროკურორის ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სხვა სტრუქტურულ დანაყოფებში მომზადებულ სამართლებრივი აქტების პროექტებზე დასკვნის გაცემა; საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; პროკურატურის სისტემაში, აგრეთვე სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდისას და სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებათა აღსრულებისას დაკავების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება; სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა; უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ექსტრადიციის საკითხების განხილვა, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეთა ექსტრადაციის შესახებ შუამდგომოლობების მომზადება და მათი დანიშნულე-ბისამებრ გადაგზავნა; დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე, ასევე შრომით დავებთან დაკავშირებით სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; გენერალური პროკურატურის ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ბრალდებული თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის მფლობელობაში არსებული უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე რეკეტული ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრა და სასამართლო პროცესის წარმოება; აღნიშნულ საქმეებზე საოლქო და რაიონული (საქალაქო) პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის და პროკურატურის სხვა მუშაკებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებებისა და განკარგულებების მიცემა.“.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე, ასევე შრომით დავებთან დაკავშირებით სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები