,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №20 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №20 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები სხვა ადმინისტრაციული ორგანო
მიღების თარიღი 23/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 73, 23/05/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 27/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.010.367
  • Word
22
23/05/2007
სსმ, 73, 23/05/2007
110.060.010.39.036.010.367
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №20 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
სხვა ადმინისტრაციული ორგანო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.010.367

საქართველოს გენერალური პროკურორის

 ბრძანება 22

2007 წლის 23 მაისი

 ქ. თბილისი

,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №20 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №20 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 17.10.2005 წ., №119, მუხ. 1330) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

პროკურატურის ორგანოების მაღალკვალიფიციური კადრებით შევსების უზრუნველყოფა; პროკურატურის მუშაკების პირადი საქმეების წარმოება, მათი სოციალური დაცვის საკითხების გადაწყვეტა; პროკურატურის მუშაკებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებისა და ჩამორთმევის კონტროლი; პროკურატურის მუშაკთათვის დადგენილი წესით ატესტაციის ჩატარების ორგანიზება; პერსონალური ხასიათის ბრძანებების მომზადება და რეგისტრაცია; პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის მექანიზმის სრულყოფა; პროკურატურის ორგანოებში შრომის დისციპლინის კონტროლი; ცალკეულ შემთხვევებში შრომით დავებთან დაკავშირებით სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პროკურატურის მოხელეთათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემისა და აღრიცხვის ორგანიზება; სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება.“.

2. მე-3 მუხლის ,,რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,რ) ცალკეულ შემთხვევებში უზრუნველყოფს პროკურატურის წარმომადგენლობას სასამართლოში შრომით დავებთან დაკავშირებით.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი