„საქართველოს პროკურატურაში საჯარო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2007 წლის 11 მაისის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს პროკურატურაში საჯარო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2007 წლის 11 მაისის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები სხვა ადმინისტრაციული ორგანო
მიღების თარიღი 22/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 72, 22/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 110.080.000.39.036.010.364
  • Word
21
22/05/2007
სსმ, 72, 22/05/2007
110.080.000.39.036.010.364
„საქართველოს პროკურატურაში საჯარო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2007 წლის 11 მაისის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
სხვა ადმინისტრაციული ორგანო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.080.000.39.036.010.364

საქართველოს გენერალური

პროკურორის ბრძანება №21

2007 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს პროკურატურაში საჯარო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის  2007 წლის 11 მაისის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს პროკურატურაში საჯარო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2007 წლის 11 მაისის №18 ბრძანების (სსმ III, 2007 წ., №65, მუხ. 736) მე-5–8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაუშვებელია საქართველოს პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემა, გარდა კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით პირდაპირ გათვალისწინებული, ასევე ამ ბრძანების მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნის არარსებობის პირობებში, წინასწარი გამოძიების დაწყების, შეწყვეტის და დასრულების შესახებ ინფორმაცია ღიაა და ექვემდებარება გაცემას შეზღუდვის გარეშე, გარდა ამ ბრძანების მე-9 პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა.

7. სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნის არსებობის პირობებში, წინასწარი გამოძიების შეწყვეტის და დასრულების შესახებ ინფორმაცია ღიაა და ექვემდებარება გაცემას შეზღუდვის გარეშე, გარდა ამ ბრძანების მე-9 პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა.

8. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას, საქართველოს გენერალური პროკურორის (ან მის მიერ უფლებამოსილი პირის) თანხმობით, რაც შედის მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, დასაშვებია ისეთი ინფორმაციის გაცემა, რომელზეც ვრცელდება ამ ბრძანების მე-5 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ასევე სხვა ინფორმაციის, რომელიც სცილდება ამ ბრძანების მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის დასაიდუმლოების პრინციპებს.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი