,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს №875 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 702
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 71, 21/05/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.010.360
  • Word
702
16/05/2007
სსმ, 71, 21/05/2007
140.130.000.22.034.010.360
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს №875 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.010.360

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №702

2007 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს №875 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს №875 ბრძანებით (სსმ III, 31.08.2005, №102, მუხ.1139) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ინსტრუქციის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 4.

საუბნო სამსახურის ამოცანებია:

ა) დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;

ბ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, საზოგადოებრივ ადგილებში სპირტიანი სასმელების მოხმარების აღკვეთა, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა;

გ) უკანონო გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება.“

2. ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“, ,,ი“, ,,მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ოპერატიულად ფლობდეს ინფორმაციას ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარეების უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირების ადგილების შესახებ, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს და გაატაროს საქართველოს კანონ-მდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები;

ი) მოპარული ნივთებისა და მათი გასაღების სავარაუდო ადგილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს, ამასთან გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები;

მ) ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები კანონმდებლობით დადგენილი წესით წარადგინოს სამინისტროს შესაბამის დაწესებულებაში.“.

3. ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ1“ ქვეპუნქტი:

,,ლ1) გამოავლინოს დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მათი აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა, ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლებით და წესით;“.

4. ინსტრუქციიდან ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი.

5. ინსტრუქციიდან ამოღებულ იქნეს მე-12 მუხლის ,,გ“ პუნქტის ,,გ.ბ.“ ქვეპუნქტი.

6. ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, უბნის ინსპექტორი მოვალეა აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს და მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.“.

7. ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, უბნის ინსპექტორი მოვალეა აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს და მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.“.

8. ინსტრუქციიდან ამოღებულ იქნეს მე-17 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი.

9. ინსტრუქციის 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:

,,დ) განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა და ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი