დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | სხვა ადმინისტრაციული ორგანო |
| მიღების თარიღი | 15/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 67, 15/05/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.060.010.39.036.010.343 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.010.343
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №20
2007 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №19 ბრძანებით (სსმ III, 17.10.2005 წ., №119, მუხ. 1329) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას დეპარტამენტის უფროსის დავალებით ასრულებს დეპარტამენტში სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შემავალი ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები