დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1774 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 484 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 67, 15/05/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.22.033.010.338 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.010.338
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №484
2007 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
,,საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის�� �2006 წლის 20 დეკემბრის №1774 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1774 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხ. 2340) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� �მუხლი 3
საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვარზე განთავსებულ საბაჟო ორგანოებში საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი ხორციელდება საბაჟო ორგანოების სამუშაო საათებში, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სასაზღვრო-საიმიგრაციო შემოწმების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას, ხოლო საქართველოს ტერიტორიიდან საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების გატანისას ხორციელდება საბაჟო, ხოლო შემდეგ სასაზღვრო-საიმიგრაციო კონტროლი.�.
2. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� �მუხლი 20
მგზავრის დეკლარაციასა და ზეპირი დეკლარირებისას მიღებული მონაცემები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად, თუ სამართალდარღვევის შემთხვევა დასტურდება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა მეშვეობით (ნივთიერი მტკიცებულებები, ახსნა-განმარტება, სამართალდარღვევის ოქმი და სხვა).�.
3. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� �მუხლი 42
თუ საბაჟო ორგანოს არ გააჩნია დროებითი შენახვის საწყობი, საქონლის მიმართ ხორციელდება ამ ინსტრუქციის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები.�.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები