„ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 167
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 109, 31/07/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 18/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.10.003.001.112
  • Word
167
30/07/2008
სსმ, 109, 31/07/2008
010.340.000.10.003.001.112
„ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №167

2008 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წ., №91, მუხლი 980) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში მოცემული ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება 2008 წლის ბოლომდე, გარდა ამ ნუსხის მე-2 მუხლის ნ“ ქვეპუნქტით და მე-3 მუხლით გათვალისწინებული რეგლამენტებისა, რომლებიც დამტკიცდება 2009 წლის ბოლომდე.“;

ბ) დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ დანართს – ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა“, დაემატოს მე-3 მუხლი შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 3. საზღვაო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტები

საზღვაო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტებია:

ა) ნავსადგურის წესები;

ბ) სალოცმანო სამსახურის საქმიანობისა და ლოცმანის სერტიფიცირების წესები;

გ) საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესი;

დ) საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობისადმი დაუქვემდებარებელი მცურავი ობიექტის ტექნიკური ზედამხედველობის წესი;

ე) მეზღვაურის წიგნაკის დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესები;

ვ) საზღვაო ინციდენტების სამსახურებრივი გამოკვლევის წესი;

ზ) საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური დასაშვები შემადგენლობის შესახებ.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 20 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე