დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 476 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 66, 14/05/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210.070.000.22.033.010.330 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 210.070.000.22.033.010.330
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №476
2007 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის №50 ბრძანებით დამტკიცებულ „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესებში“ (სსმ III, 30.01.07, №12, მუხ. 127) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგადასახადო ინსპექციებზე მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გაცემის აღრიცხვას აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გაცემის აღრიცხვის ჟურნალის მიხედვით (დანართი №1).“;
ბ) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საგადასახადო ინსპექციები მოსაკრებლის გადახდის დაზიანებულ ნიშნებს წარადგენენ შემოსავლების სამსახურში არა უგვიანეს შესაბამისი პერიოდის მომ-დევნო თვის 10 რიცხვისა.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები