მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“

  • Word
მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 463
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 02/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 370.160.000.22.023.010.309
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
463
02/05/2007
370.160.000.22.023.010.309
მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/08/2018 - 12/10/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 370.160.000.22.023.010.309

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №463

2007 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულების მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ტყეშელაშვილი

დებულება

მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

დებულება არეგულირებს სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის და კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო სავარგულში გადაყვანის ანუ მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული მიწა, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის, მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მის გარეშე;

ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – საჯარო რეესტრში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული მიწა;

გ) მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიაში გადაყვანა.

    მუხლი 3. მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლაზე უფლებამოსილი ორგანო

გადაწყვეტილებას მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის თაობაზე იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

    მუხლი 4. მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისათვის სამინისტროში წარსადგენი დოკუმენტები

1. მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის თაობაზე საკითხის დასმის უფლება აქვს:

ა) სახელმწიფო ორგანოს;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს;

გ) ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.

2. მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლით დაინტერესებულმა პირმა სამინისტროში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) კერძო საკუთრებაში არსებული მიწებისათვის:

ა.ა) განცხადება, სადაც უნდა აღინიშნოს მიზნობრივი დანიშნულების შესაცვლელი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, საკუთრება, ფართობი, მიზნობრივი დანიშნულება და სავარგულის კატეგორია;

ა.ბ) მიწის საკუთრების დამადასტურებელი საბუთი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან – დედანი და საკადასტრო გეგმა;

ა.გ) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სივრცული ინფორმაციის ცენტრის“ მიერ გაცემული ცნობა, განცხადებაში აღნიშნული დანიშნულებაშესაცვლელი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის სავარგულის კატეგორიის თაობაზე.

ა.დ) „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული სანაცვლო მიწის ათვისების თანხის გადახდის დამადასტურებელ ქვითარი.

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული მიწებისათვის:

ბ.ა) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს განაცხადი, სადაც უნდა აღინიშნოს მიზნობრივი დანიშნულების შესაცვლელი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, საკუთრება, ფართობი, მიზნობრივი დანიშნულება და სავარგულის კატეგორია;

ბ.ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილება;

ბ.გ) მიწის საკუთრების დამადასტურებელი საბუთი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან – დედანი და საკადასტრო გეგმა;

ბ.დ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობა.

გ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწებისათვის:

გ.ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მომართვა (გადაწყვეტილება), სადაც უნდა აღინიშნოს მიზნობრივი დანიშნულების შესაცვლელი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, საკუთრება, ფართობი, მიზნობრივი დანიშნულება და სავარგულის კატეგორია;

გ.ბ) მიწის საკუთრების დამადასტურებელი საბუთი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან – დედანი და საკადასტრო გეგმა;

გ.გ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობა.

3. იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს რამდენიმე პირის საერთო საკუთრებას, საჭიროა თანამესაკუთრეების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა.

    მუხლი 5. მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის თაობაზე სამინისტროს გადაწყვეტილების მიღების პროცედურა

1. თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ დებულების მე-4 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, სამინისტრო, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წესის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის თაობაზე.

2. თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დანიშნულების შეცვლა ხდება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მისი შემდგომი განკარგვის მიზნით, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული სანაცვლო მიწის ათვისების თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი მიწის შემძენის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს მიწის განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოში შესაბამისი ხელშეკრულების (გარიგების) გაფორმებამდე.

    მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.