„საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 30 ივლისის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 563
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 430020000.10.003.026113
563
25/11/2026
ვებგვერდი, 25/11/2026
430020000.10.003.026113
„საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 30 ივლისის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №563

2026 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 30 ივლისის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 30 ივლისის №359 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/07/2026, 430020000.10.003.025908) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

1. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სტუდენტებს 2027 წლის პირველ იანვრამდე პირველი სემესტრის სწავლის საფასური განესაზღვროთ 1125 ლარით, ხოლო 2027 წლის პირველი იანვრიდან მეორე და ყოველი შემდგომი სემესტრის სწავლის საფასური განესაზღვროთ ამავე დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესისა და პირობების“ მე-4 მუხლის პირველი − მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ღირებულებების ფარგლებში.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი განათლების დაფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირების წესის დამტკიცებამდე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უფლებამოსილია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად, უზრუნველყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ამავე დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესისა და პირობების“ მე-9 მუხლის შესაბამისად, საბაზო დაფინანსებისთვის გათვალისწინებული თანხის გაანგარიშება და  გადარიცხვა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე