საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1929/3-VIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.103288
1929/3-VIმს-XIმპ
25/11/2026
ვებგვერდი, 27/11/2026
020000000.05.001.103288
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 
1. 1052 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1052. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვის წესის დარღვევა

1. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვის წესის დარღვევა − 
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. იმავე ქმედების იმ პირის მიერ ჩადენა, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისთვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, − 
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“.
2. 1795 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1795. სერტიფიცირების მიზნით ლოტთან შეუსაბამო ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ნიმუშის წარდგენა
1. სერტიფიცირების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის ლოტთან შეუსაბამო ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ნიმუშის წარდგენა − 
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. იმავე ქმედების იმ პირის მიერ ჩადენა, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისთვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, − 
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“.
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 17910−17912 მუხლები: 
„მუხლი 17910. საქართველოში წარმოებული და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციისთვის განთავსებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტის „ვაზისა და ღვინის შესახებ“  საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა
1. საქართველოში წარმოებული და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციისთვის განთავსებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტის „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა − 
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. იმავე ქმედების იმ პირის მიერ ჩადენა, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისთვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, − 
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
 
მუხლი 17911. საქართველოში წარმოებული და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციისთვის განთავსებული სპირტიანი სასმლის შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია
  1. საქართველოში წარმოებული და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციისთვის განთავსებული სპირტიანი სასმლის (გარდა ამ კოდექსის 1799 მუხლით გათვალისწინებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლისა) შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია − 
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. იმავე ქმედების იმ პირის მიერ ჩადენა, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისთვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, − 
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 17912. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირისთვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაში ხელის შეშლა
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირისთვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაში ხელის შეშლა − 
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. იმავე ქმედების იმ პირის მიერ ჩადენა, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისთვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, − 
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“.
4. 223-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები განიხილავენ ამ კოდექსის 826 მუხლით (სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ პლასტმასის ნაკეთობების (საგნების) რეალიზაციის ნაწილში) და 1033 და 1034 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“.
5. 2294 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები განიხილავენ ამ კოდექსის 1052 და 1795−17912 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“.
6. 239-ე მუხლის 39-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
„39. ამ კოდექსის 1052 და 1795−17912 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო.“.
7. 242-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 442, 443, 445 და 447–4411 მუხლებით (ადმინისტრაციული სახდელის ელექტრონულად დადების შემთხვევაში), 4412, 1033 და 1034 მუხლებით, 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 112-ე, 114-ე და 115-ე მუხლებით, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე მუხლით, 130-ე მუხლით (გარდა 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და 1796−17912 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, აგრეთვე სხვა შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხდება სამართალდამრღვევის დაჯარიმება და მისთვის ჯარიმის გადახდევინება, ხოლო გაფრთხილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ფორმდება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შედგება.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ სამართალდამრღვევი სადავოდ ხდის ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებულ ადმინისტრაციულ სახდელს, შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გარდა მის მიერ ამ კოდექსის 4412, 1033, 1034 და 1796−17912 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისა, აგრეთვე ამ კოდექსის 442, 443, 445 და 447–4411 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მისთვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გამოწერისა.“;
გ) 32 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
„32. ამ კოდექსის 1033 და 1034 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“;
დ) 34 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 35 ნაწილი: 
„35. ამ კოდექსის 1796−17912 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“;
ე) შენიშვნის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის 32 და 35 ნაწილებით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.“.

მუხლი 2 
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3−მე-7 ნაწილები ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

25 ნოემბერი 2026 წ.

N1929/3-VIმს-XIმპ