დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამუსიკო კოლეჯის რეორგანიზაციისა და მის წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/89 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/04/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 61, 01/05/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450.190.000.22.028.010.295 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.190.000.22.028.010.295
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №3/89
2007 წლის 27 აპრილი
ქ. თბილისი
საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამუსიკო კოლეჯის რეორგანიზაციისა და მის წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატული აქტების შესახებ“ შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. რეორგანიზირებულ იქნეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 6 ივლისის №3/174 ბრძანებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამუსიკო კოლეჯი მასთან საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. თბილისის შოთა მილორავას სახელობის საცირკო-საესტრადო სასწავლებლის მიერთების გზით.
2. ,,საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – ქ. თბილისის დ. არაყიშვილის სახელობის I სამუსიკო სასწავლებლის, ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის II სამუსიკო სასწავლებლის, ქ. თბილისის მ. ბალანჩივაძის სახელობის III სამუსიკო სასწავლებლის და ქ. თბილისის ე. მიქელაძის სახელობის საკრავიერი ხელოვნების კოლეჯის ლიკვიდაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამუსიკო კოლეჯის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 6 ივლისის №3/174 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში (სსმ III, 2006 წ., №92, მუხ. 1243) შეტანილ იქნეს ცვლილება და წესდების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბლეს შემდეგი რედაქციით:
„ა) განახორციელოს საშუალო პროფესიული სამუსიკო, საესტრადო და საცირკო ხელოვნების საგანმანათლებლო პროგრამები.“.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები