საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №3/4 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №3/4 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 3/100
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 01/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 61, 01/05/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 20/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.010.294
3/100
01/05/2007
სსმ, 61, 01/05/2007
040.030.000.22.028.010.294
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №3/4 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.010.294

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/100

2007 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის        13 იანვრის №3/4 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 მარტის №180 ბრძანებულების შესაბამისად:

1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №3/4 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში“ (სსმ III, 17.01.05, №5, მუხ. 54) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება:

ა) დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საქართველოს ეროვნული მუზეუმი შექმნილია შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, ს. ჯანაშიას სახელობის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის, გ. ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმის, ო. ლორთქიფანიძის სახელობის ვანის მუზეუმ-ნაკრძალის, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის, ლ. დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის, ო. ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტის, სახელმწიფო მუზეუმი – საქართველოს ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს მათ ერთობლიობას.“;

ბ) დებულების მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,ზ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ აქტებთან დაკავშირებით მოამზადოს არქეოლოგიური საექსპერტო დასკვნები. საკუთარი ინიცატივით ან მესამე პირთა დაკვეთით აწარმოოს არქეოლოგიური სამუშაოები (კვლევითი და საველე). “

გ) დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. მუზეუმის შემადგენლობაში არსებობს საგანმანათლებლო ცენტრი და სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულები.“

დ) დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. გენერალურ დირექტორს ჰყავს მოადგილეები. მათი რაოდენობის, ფუნქციებისა და მოვალეობების განსაზღვრა, თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხორციელდება გენერალური დირექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით”

ე) დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სამეცნიერო საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით. სამეცნიერო საბჭოს წევრები ინიშნებიან 4 (ოთხი) წლის ვადით. გენერალურ დირექტორს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სამეცნიერო საბჭოს წევრთათვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე.“

ვ) დებულებიდან ამოღებულ იქნას მე-8 და მე-9 მუხლები.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი