დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 აპრილის №1203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1268 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/11/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/11/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/12/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010100000.22.027.017748 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 აპრილის №1203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 აპრილის №1203 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.04.2026, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.22.027.017685) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საჭიროების შემთხვევაში ახდენს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების დელეგირებას მის პირველ მოადგილეზე, მოადგილეებსა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებზე;“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ცენტრის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ცენტრის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე. ცენტრის თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ცენტრის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“. 2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ცენტრის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები 1. ცენტრის თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მინისტრის თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თავმჯდომარე. 2. ცენტრის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები ასრულებენ თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ფუნქციებსა და ცალკეულ დავალებებს. თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების საკურატორო სფეროები განისაზღვრება თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 3. მე-10 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ცენტრის თანამშრომელთა დისციპლინური გადაცდომების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და პრევენციული წინადადებების შემუშავება და ცენტრის თავმჯდომარისთვის და კურატორი თავმჯდომარის მოადგილისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენა;“; ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე შესაბამისი საჭიროების არსებობისას ცენტრის საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება და ცენტრის თავმჯდომარისთვის და კურატორი თავმჯდომარის მოადგილისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენა;“; ა.გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ი) სამსახურის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშის მომზადება და ცენტრის თავმჯდომარისთვის და კურატორი თავმჯდომარის მოადგილისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენა; ა.დ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ცენტრის თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებებისა და დავალებების შესრულება.“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გარდა ცენტრის თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეებისა, აგრეთვე ცენტრის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისა/მისი მოადგილისა, ცენტრში დასაქმებულ სხვა პირთა ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებით.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები