დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/11/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.156.016610 |
|
„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/03/2022 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016442) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების“ (დანართი №1) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე არსებული გადაბერებული, ზეხმელი, ხმობადი, ფაუტი და ავარიული ხე-მცენარეების, ასეთი ხეების შესაძლო წაქცევით ადამიანის სიცოცხლის და/ან ჯანმრთელობისათვის, ასევე სხვისი კერძო საკუთრების ან მისი ცალკეული ელემენტებისათვის საფრთხისა და ზიანის შესაძლო მიყენების თავიდან აცილების მიზნით, ფაქტობრივი მდგომარეობის ადგილზე შესწავლა, აღნიშნული ხე-მცენარეების მოჭრის ან სხვლა-ფორმირების აუცილებლობის შეფასება, შესაბამისი შემოწმების აქტების, დასკვნებისა და ფოტომასალის მომზადება, ხე-მცენარეების საბალანსო ღირებულების განსაზღვრის მიზნით შესაბამის სამსახურებთან კოორდინაცია და მომზადებული მასალების დმანისის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისი საკითხის შესწავლა ან/და დასკვნის მომზადება სავალდებულოდ ხორციელდება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.“ მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები