„რაიონული პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„რაიონული პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 037
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 25/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 110060020.70.082.016232
037
25/11/2026
ვებგვერდი, 25/11/2026
110060020.70.082.016232
„რაიონული პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №037

2026 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

„რაიონული პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„რაიონული პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის  №014 ბრძანებით (ვებგვერდი, 07/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060020.70.082.016026) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. რაიონული პროკურატურები

პროკურატურის სისტემის რაიონული პროკურატურებია:

ა) თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 0159, ქალაქი თბილისი, დიღმის მასივი, II კვარტალი, კორნელი ჩალაძის ქუჩა, №1);

ბ) თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 0159, ქალაქი თბილისი, დიღმის მასივი, II კვარტალი, კორნელი ჩალაძის ქუჩა, №1);

გ) თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 0159, ქალაქი თბილისი, დიღმის მასივი, II კვარტალი, კორნელი ჩალაძის ქუჩა, №1);

დ) თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 0180, ქალაქი თბილისი, ცოტნე დადიანის ქუჩა, №30);

ე) თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 0159, ქალაქი თბილისი, დიღმის მასივი, II კვარტალი, კორნელი ჩალაძის ქუჩა, №1);

ვ) ბათუმის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 6000, ქალაქი ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა, №7);

ზ) ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 6400, ქალაქი ბათუმი, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა, №3);

თ) ოზურგეთის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 3500, ქალაქი ოზურგეთი, იოანე პეტრიწის ქუჩა, №9);

ი) გორის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 1400, ქალაქი გორი, დავით გურამიშვილის ქუჩა, №5);

კ) მცხეთის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 3300, ქალაქი მცხეთა, სამხედროს ქუჩა, №11);

ლ) ხაშურის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 5700, ქალაქი ხაშური, ნიკო ლომოურის ქუჩა, №15ა);

მ) რუსთავის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 3700, ქალაქი რუსთავი, ნიკო ფიროსმანის ქუჩა, №17ა);

ნ) მარნეულის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 3000, ქალაქი მარნეული, შოთა რუსთაველის ქუჩა, №1);

ო) ბოლნისის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 1100, ქალაქი ბოლნისი, დავით აღმაშენებლის ქუჩა, №84);

პ) თელავის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 2200, ქალაქი თელავი, ერეკლე II-ის გამზირი, №4);

ჟ) გურჯაანის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 1500, ქალაქი გურჯაანი, თამარ მეფის გამზირი, №14);

რ) სიღნაღის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 4200, ქალაქი სიღნაღი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა, №1ა);

ს) ქუთაისის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 4600, ქალაქი ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი, №20);

ტ) ზესტაფონის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 2000, ქალაქი ზესტაფონი, დავით აღმაშენებლის ქუჩა, №4);

უ) სამტრედიის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 3900, ქალაქი სამტრედია, შოთა რუსთაველის ქუჩა, №26);

ფ) საჩხერის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 4000, ქალაქი საჩხერე, დავით აღმაშენებლის ქუჩა, №7);

ქ) ამბროლაურის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 0400, ქალაქი ამბროლაური, მერაბ კოსტავას ქუჩა, №20);

ღ) ზუგდიდის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 2100, ქალაქი ზუგდიდი, სპირიდონ კედიას ქუჩა, №5);

ყ) სენაკის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, არჩილ ჯორჯაძის ქუჩა, №18);

შ) ფოთის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 4400, ქალაქი ფოთი, მშვიდობის ქუჩა, №6);

ჩ) მესტიის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 3200, დაბა მესტია, ილია გაბლიანის ქუჩა, №1);

ც) ახალციხის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 0800, ქალაქი ახალციხე, მიხეილ თამარაშვილის ქუჩა, №3);

ძ) ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 0700, ქალაქი ახალქალაქი, ჩარენცის ქუჩა, №30).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე