დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების, რომელთა ფინანსირება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №1-3/77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/667 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/04/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 61, 01/05/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.230.000.22.024.010.289 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.230.000.22.024.010.289
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/667
2007 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების, რომელთა ფინანსირება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №1-3/77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №1-3/77 ბრძანებით (სსმ III, 2001 წ, №13. მუხლი 128) დამტკიცებული „სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების, რომელთა ფინანსირება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის წესის შესახებ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოზე დაქვემდებარებული უწყების, ორგანიზაციის და დაწესებულების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერა ხდება უწყების (ორგანიზაციის, დაწესებულების) სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით და სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილებით.“;
ბ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21 საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი უძრავი ნივთის (ძირითადი საშუალებების) ბალანსიდან ჩამოწერა ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით და სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილებით“.
გ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი
„22 საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან გამოუყენებელი მოძრავი ნივთის (ძირითადი საშუალებების) ბალანსიდან ჩამოწერა ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ამ მიზნისათვის შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე სსიპ-ს მიერ. კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისა, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს, სსიპ-ის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ან მისი ტერიტორიული ორგანოს, და სსიპ-ის წარმომადგენლებებისაგან. მოძრავი ნივთის ჩამოწერის შესახებ ინფორმაცია უნდა გაეგზავნოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს და სსიპ-ის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.“
დ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:
„23 საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე მის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან გამოუყენებელი მოძრავი ნივთის (ძირითადი საშუალებების) ბალანსიდან ჩამოწერა ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ამ მიზნისათვის შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე სსიპ-ის მიერ. კომისია უნდა შედგებოდეს სსიპ-ის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ან მისი ტერიტორიული ორგანოს და სსიპ-ის წარმომადგენლებებისაგან. მოძრავი ნივთის ჩამოწერის შესახებ ინფორმაცია უნდა გაეგზავნოს სსიპ-ის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.“
ე) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„4. ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერის მიზნით ორგანოს (უწყების, სსიპ-ის) ხელმძღვანელი პირის ბრძანებით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს მათი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას, ამზადებს ამ დებულებაზე თანდართული ძირითადი საშუალებების ჩამოსაწერი ღირებულების დადგენის ტიპურ აქტებს (დანართები: №1, №2, №3) და სალიკვიდაციო აქტებს (დანართი №4) თითოეულ ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. აფასებს ბალანსიდან ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებულ ვარგის ნაწილებს და საწარმოო მარაგების სახით აჰყავს ბალანსზე. განსაზღვრავს ვარგისი ნაწილების (მასალების, კონსტრუქციების და ა.შ) და ჯართის ოდენობას. ორგანოს (უწყების, სსიპ-ის) ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს ძირითადი საშუალებების ჩამოსაწერი ღირებულების დადგენის ტიპური აქტების დამტკიცებას“.
ვ) პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ჯართის (გარდა სსიპ-ის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების ჩამოწერის შედეგად დარჩენილი ჯართისა) რეალიზაცია უნდა განხორციელდეს ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნებით და საკონკურსო საწყისებზე (კონკურსი ან აუქციონი). კონკურსის ან აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს (უწყების, სსიპ-ის) და სამინისტროს (ან მისი ტერიტორიული ორგანოს) ერთობლივი კომისია. კონკურსი ან აუქციონის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ჯართის რეალიზაციის თაობაზე სრულყოფილი დოკუმენტაციის კომისიისათვის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
ზ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61 სსიპ-ის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების ჩამოწერის შედეგად დარჩენილი ჯართის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს სსიპ-ის მიერ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ან მისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობით ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნებით და საკონკურსო საწყისებზე (კონკურსი ან აუქციონი).
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
გ. არველაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები