დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს 2023 წლის 3 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) საბჭო |
| მიღების თარიღი | 20/11/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300010000.83.096.016007 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს 2023 წლის 3 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (რეგ. კოდი: 300010000.05.001.103029, დოკუმენტის №1479-Vმს-XIმპ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს 2023 წლის 3 ნოემბრის №1 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს დებულების მე-9 მუხლის საფუძველზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს 2023 წლის 3 ნოემბრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, რეგ.კოდი: 300010000.83.096.016001, დოკუმენტის ნომერი 1) და დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს დებულების:
ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“; ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრს ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით."; გ) მე-4 მუხლის მე-4-მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები