კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციათა ნუსხისა და მათ მიერ მინიჭებული რეიტინგების დონეების მიხედვით სანდო ბანკის სტატუსის დადგენის თაობაზე“ დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციათა ნუსხისა და მათ მიერ მინიჭებული რეიტინგების დონეების მიხედვით სანდო ბანკის სტატუსის დადგენის თაობაზე“ დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 105
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 26/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 59, 27/04/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 25/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 220.010.060.18.011.010.288
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
105
26/04/2007
სსმ, 59, 27/04/2007
220.010.060.18.011.010.288
კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციათა ნუსხისა და მათ მიერ მინიჭებული რეიტინგების დონეების მიხედვით სანდო ბანკის სტატუსის დადგენის თაობაზე“ დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/04/2007 - 22/10/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.060.18.011.010.288

საქართველოს ეროვნული ბანკის

პრეზიდენტის ბრძანება №105

2007 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

„კომპეტენტური საერთაშორისო  სარეიტინგო ორგანიზაციათა ნუსხისა და მათ მიერ მინიჭებული რეიტინგების დონეების მიხედვით სანდო ბანკის სტატუსის დადგენის თაობაზე“ დებულების დამტკიცების შესახებ

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესრულების მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლისა და 73-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ასამოქმედებლად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

დამტკიცდეს თანდართული დებულება კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციათა ნუსხისა და მათ მიერ მინიჭებული რეიტინგების დონეების მიხედვით სანდო ბანკის სტატუსის დადგენის თაობაზე.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

პრეზიდენტის მოვალეობის

შემსრულებელი   დ. ამაღლობელი

დებულება

კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციათა ნუსხისა და მათ მიერ მინიჭებული რეიტინგების დონეების მიხედვით სანდო ბანკის სტატუსის დადგენის თაობაზე

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება შემუშავებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლებისა და „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

2. ამ დებულებით დადგენილია კომპეტენტურ საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციათა ნუსხა (ამ დებულების დანართის მიხედვით), რომელთა ძირითადი საქმიანობაა ფინანსური ინსტიტუტებისთვის სხვადასხვა დონის რეიტინგის მინიჭება, რომელთა მეშვეობითაც განისაზღვრება ემიტენტთა ფინანსური და ეკონომიკური მაჩვენებლების ფართო სპექტრი, მათ შორის, კრედიტუნარიანობისა და საკრედიტო რისკების დონე, ასევე მათზე გარე ნეგატიური გავლენის ალბათობა.

3. ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნები გამოიყენება მხოლოდ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად უცხოური სანდო ბანკის ფილიალის (წარმომადგენლობის) ლიცენზირების დროს.

    მუხლი 2. ტერმინთა განსაზღვრება

ამ დებულების ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი განმარტება:

1. „განვითარებული ქვეყნები“ – საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ განვითარებული ქვეყნების ნუსხაში შეტანილი ქვეყნები;

2. „უცხოური სანდო ბანკი“ – განვითარებული ქვეყნის ბანკი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

3. „ფინანსური ინსტიტუტები“ – იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომლებიც მოქმედებენ კომერციული ბანკის, სადაზღვევო კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, ფასიანი ქაღალდების საბროკერო კომპანიის, საინვესტიციო ფონდის ან/და ფინანსური მომსახურების განმახორციელებელი სხვა ორგანიზაციის სახით.

    მუხლი 3. განვითარებული ქვეყნის ბანკის მიერ უცხოური სანდო ბანკის სტატუსის მოპოვების პირობები

1. განვითარებული ქვეყნის ბანკი, ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე, უცხოური სანდო ბანკის სტატუსით სარგებლობის უფლებას მოიპოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ დებულების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციებიდან ორი მაინც ანიჭებს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ან მასზე მაღალ რეიტინგს.

2. უცხოური სანდო ბანკის სტატუსის მოპოვების მიზნით ამ ბანკს უნდა ჰქონდეს საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციების მიერ კომერციული ბანკების შეფასების რეიტინგებიდან:

ა) საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის AA მაჩვენებელი, ხოლო ინდივიდუალური რეიტინგის B მაჩვენებელი;

ბ) საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის Standard & Poor’s-ის მიერ მინიჭებული გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის AA მაჩვენებელი, ხოლო ბანკის ფუნდამენტალური მდგრადობის რეიტინგის B მაჩვენებელი;

გ) საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის Moody’s-ის მიერ მინიჭებული გრძელვადიანი საკრედიტო/სადეპოზიტო რეიტინგის Aa მაჩვენებელი, ხოლო ბანკის ფინანსური მდგრადობის რეიტინგის B მაჩვენებელი.

დანართი

კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციათა ნუსხა

საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციათა

1.

Fitch Ratings

2.

Moody's

3.

Standard & Poor's