დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 360 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/11/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.018081 |
|
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით (სსმ, №159, 30.12.2009, სარეგისტრაციო კოდი: 190.040.000.22.033.014.026) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 134 მუხლის: ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგადასახადო ორგანოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან 12 კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით (გარდა იმ პერიოდისა, რომელიც უკვე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ან/და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ან ის პერიოდი, რომელიც უკვე გადამოწმებულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისას) მოწმდება:“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. თუ გადასახადის გადამხდელის მიმართ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად, მიმდინარეობს სასამართლოში სამართალწარმოება პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე, საკითხზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შემოსავლების სამსახურისთვის ჩაბარებამდე, ჩერდება ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით, 136 მუხლის პირველი ან/და 136 მუხლის 11 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის დინება, რის თაობაზეც გადასახადის გადამხდელს ეცნობება მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.“. 2. 135 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი: „ო) არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები: „3. პირს, რომელიც აღიარებულია გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად და გადასახადის გადამხდელს გააჩნია საგადასახადო დავალიანება, რომელიც არ არის აღიარებული ან რომლის გადახდევინება გადავადებულია, არ უბრუნდება: ა) გადასახადის გადამხდელის დავალიანების (რომელიც არ არის აღიარებული ან რომლის გადახდევინება გადავადებულია) შესაბამისი ოდენობის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული ცრუმაგიერ პირად აღიარების ფარგლების შესაბამისი ოდენობის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა, თუ აღნიშნული ფარგლები მითითებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. 4. იმ შემთხვევაში, თუ „მოთხოვნაში“ მითითებული თანხა აღემატება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობას, ამ ინსტრუქციით დადგენილი წესის შესაბამისად, პირს უბრუნდება სხვაობა „მოთხოვნაში“ მითითებულ თანხასა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ თანხას შორის.“. 3. 136 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ ინსტრუქციის 134 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების (გარდა 11 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურებისა) დასრულების შემდეგ საგადასახადო ორგანო „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან არაუგვიანეს ამავე ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადისა, ამზადებს დასკვნას „მოთხოვნის“ სისწორეზე ან შესაგებელს (დანართი №1-ით გათვალისწინებული ფორმით) „მოთხოვნაზე“, რომელიც უნდა დამტკიცდეს საგადასახადო ორგანოს უფროსის მიერ. მიღებული გადაწყვეტილება („მოთხოვნის“ დაკმაყოფილების შესახებ ან შესაგებელი) გადასახადის გადამხდელს ეგზავნება არაუგვიანეს ამავე ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის მომდევნო სამუშაო დღეს. აღნიშნული პროცედურა არ ვრცელდება საქართველოს წყაროდან შემოსავლის მიმღები არარეზიდენტი პირის მიერ ფორმა №2-ის წარმოდგენის შემთხვევაში.“. 4. 137 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – „მოთხოვნის“ წარდგენიდან არაუგვიანეს ამავე ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის მომდევნო სამუშაო დღისა;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები