„წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 18/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016840
34
18/11/2026
ვებგვერდი, 25/11/2026
300320000.16.009.016840
„წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №34

2026 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 29-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილების (ვებგვერდი, 21.08.2017, სარეგისტრაციო კოდი: 300320000.16.009.016222) პირველი პუნქტით დამტკიცებული „წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №1):

ა) 30-ე მუხლის 12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი:

„13. 2027-2029 სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების განაკვეთი (WACC) შეადგენს 14.76%-ს, რომლის კომპონენტების და მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთის (rsd) სიდიდეები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ურისკო საპროცენტო განაკვეთი (rrf) – 9.21%;

ბ) სესხის ღირებულება (rd) – 13.99%;

გ) ბაზრის რისკის პრემია (mp) – 4.27%;

დ) ქვეყნის დეფოლტრისკი (ds) – 2.40%;

ე) ქვეყნის რისკი (cr) – 3.72%;

ვ) სექტორული რისკის კოეფიციენტი (β) – 0.7;

ზ) მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთი (rsd) – 12.35%.~;

ბ) 30-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-32-ე მუხლები:  

„მუხლი 31. სასმელი წყლის ტარიფი გარდამავალ პერიოდში

1. 2036 წლის 1 იანვრამდე, სასმელი წყლის მიწოდების ტარიფი, ამ მეთოდოლოგიის მე-17 მუხლით გათვალისწინებული ფორმულების ნაცვლად იანგარიშება ამ მუხლით გათვალისწინებული ფორმულების შესაბამისად.

2. გამრიცხველიანებული მომხმარებლებისათვის სასმელი წყლის მიწოდების ტარიფის გასაანგარიშებლად, სასმელი წყლის მიწოდების საქმიანობის განხორციელებისათვის განსაზღვრული, შესაბამისი მოხმარების ჯგუფისათვის მიკუთვნებული რეგულირებადი დანახარჯების ბაზის ღირებულება იყოფა ამავე მოხმარების ჯგუფისთვის მიწოდებული სასმელი წყლის მოცულობაზე და იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 

სადაც:

i

–

სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n);

–

გამრიცხველიანებული მომხმარებლების შესაბამისი მოხმარების ჯგუფისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ტარიფი სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის (ლარი/მ3);

–

სასმელი წყლის მიწოდების მომსახურებისათვის განსაზღვრული რეგულირებადი დანახარჯების ბაზის ღირებულება სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი), შესაბამისი მოხმარების ჯგუფისთვის;

–

მიწოდებული სასმელი წყლის მოცულობა სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის, შესაბამისი მოხმარების ჯგუფისთვის, რომელიც იანგარიშება ამ მეთოდოლოგიის მე-15 მუხლის შესაბამისად (მ3).

 

3. გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის სასმელი წყლის მიწოდების ტარიფი იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

–

გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის მიწოდებული სასმელი წყლის ტარიფი სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის (ლარი/სულზე/თვეში);

–

გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მოხმარების ჯგუფებისთვის მიწოდებული სასმელი წყლის საშუალო შეწონილი ტარიფი სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის (ლარი/მ3);

N

–

სასმელი წყლის ხარჯვის ნორმა (მ3/სულზე/თვეში).

 

მუხლი 32. წყალარინების ტარიფი გარდამავალ პერიოდში

1. 2036 წლის 1 იანვრამდე, წყალარინების ტარიფი, ამ მეთოდოლოგიის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ფორმულების ნაცვლად იანგარიშება ამ მუხლით გათვალისწინებული ფორმულების შესაბამისად.

2. გამრიცხველიანებული მომხმარებლებისათვის წყალარინების ტარიფის გასაანგარიშებლად წყალარინების საქმიანობის განხორციელებისათვის განსაზღვრული, შესაბამისი მოხმარების ჯგუფისათვის მიკუთვნებული რეგულირებადი დანახარჯების ბაზის ღირებულება იყოფა, ამავე მოხმარების ჯგუფის მიერ წყალარინების სისტემაში ჩაშვებული წყლის მოცულობაზე და იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

i

–

სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n);

–

გამრიცხველიანებული მომხმარებლების შესაბამისი მოხმარების ჯგუფისთვის წყალარინების ტარიფი სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის (ლარი/მ3);

–

წყალარინების მომსახურებისთვის განსაზღვრული რეგულირებადი დანახარჯების ბაზის ღირებულება სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი), შესაბამისი მოხმარების ჯგუფისთვის;

–

წყალარინების სისტემაში ჩაშვებული წყლის მოცულობა სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის, შესაბამისი მოხმარების ჯგუფისთვის, რომელიც იანგარიშება ამ მეთოდოლოგიის მე-15 მუხლის შესაბამისად (მ3).

3. გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალარინების ტარიფი იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 

სადაც:

–

გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალარინების ტარიფი სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის (ლარი/სულზე/თვეში);

–

გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მოხმარების ჯგუფების წყალარინების საშუალო შეწონილი ტარიფი სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის (ლარი/მ3);

N

–

სასმელი წყლის ხარჯვის ნორმა (მ3/სულზე/თვეში).

“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე