„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 18/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016839
33
18/11/2026
ვებგვერდი, 25/11/2026
300320000.16.009.016839
„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №33

2026 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 29-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 31.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 300320000.16.009.016110) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №1):

ა) მე-7 მუხლის 151 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 152 და 153 პუნქტები:

„152. საწარმოს მიერ რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულების რეგულირებადი აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულებაზე ნაკლები ოდენობით ტარიფში გათვალისწინების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულებას განსაზღვრავს საწარმოს მოთხოვნის გათვალისწინებით.

153. ამ მუხლის 152 პუნქტით გათვალისწინებული პირობა ძალაშია საწარმოს მიერ მომდევნო რეგულირების პერიოდის რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულების რეგულირებადი აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულებით გათვალისწინების მოთხოვნამდე.”;

ბ) 32-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33-ე მუხლი:

„მუხლი 33. ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფი გარდამავალ პერიოდში

1. 2033 წლის 1 იანვრამდე ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფი ამ მეთოდოლოგიის მე-17 მუხლით გათვალისწინებული ფორმულის ნაცვლად იანგარიშება ამ მუხლით გათვალისწინებული ფორმულის შესაბამისად.

2. სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფი შესაბამისი მოხმარების ჯგუფისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

Tkმიწ(t+i) = GCkt+i + RPt+i + GCTVCORRkt+i (23),

სადაც:

i

–

სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n);

Tkმიწ(t+i)

–

შესაბამისი მოხმარების ჯგუფისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის ტარიფი სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (თეთრი/მ3);

GCkt+i

–

შესაბამისი მოხმარების ჯგუფისთვის ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასი ეროვნულ ვალუტაში სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (თეთრი/მ3);

RP t+i

–

სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის კომისიის მიერ დადგენილი ფასნამატი, რომელიც მოიცავს მიმწოდებლის მიერ ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა დანახარჯს (გარდა ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასისა) და მოგებას (თეთრი/მ3);

GCTVCORRkt+i

–

გასული შესაბამისი სატარიფო წლების განმავლობაში დაგროვებული ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფით მიღებული შემოსავლების კორექტირება, რომლის წარმოშობაც დაკავშირებულია ეროვნულ ვალუტაში ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასის ცვლილებასთან, დროში ფულის ღირებულების გათვალისწინებით (თეთრი/მ3).

“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე