,,ტრანსპლანტაციის საბჭოს შექმნის და ტრანსპლანტაციის საბჭოს, ტრანსპლანტაციის ბანკის, ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრის შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 25 დეკემბრის №277/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,ტრანსპლანტაციის საბჭოს შექმნის და ტრანსპლანტაციის საბჭოს, ტრანსპლანტაციის ბანკის, ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრის შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 25 დეკემბრის №277/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 140/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 25/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 60, 30/04/2007
სარეგისტრაციო კოდი 470.100.000.22.035.010.286
  • Word
140/ნ
25/04/2007
სსმ, 60, 30/04/2007
470.100.000.22.035.010.286
,,ტრანსპლანტაციის საბჭოს შექმნის და ტრანსპლანტაციის საბჭოს, ტრანსპლანტაციის ბანკის, ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრის შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 25 დეკემბრის №277/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
,,ტრანსპლანტაციის საბჭოს შექმნის და ტრანსპლანტაციის საბჭოს, ტრანსპლანტაციის ბანკის, ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრის შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 25 დეკემბრის №277/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.100.000.22.035.010.286

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება 140/ნ

2007 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

„ტრანსპლანტაციის საბჭოს შექმნის და ტრანსპლანტაციის საბჭოს, ტრანსპლანტაციის ბანკის, ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრის შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 25 დეკემბრის 277/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მხლის 12 პუნქტის შესრულების მიზნით და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„ტრანსპლანტაციის საბჭოს შექმნის და ტრანსპლანტაციის საბჭოს, ტრანსპლანტაციის ბანკის, ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრის შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 25 დეკემბრის №277/ნ ბრძანებაში (საკანონმდებლო მაცნე, №2; 2001წ., მუხ.16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტრანსპლანტაციის საბჭოს შექმნის და ტრანსპლანტაციის საბჭოს, ტრანსპლანტაციის ბანკის, ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრის, პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკის შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“.

2. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეიქმნას ტრანსპლანტაციის საბჭო, რომლის შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით.“.

3. მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-3 პუნქტით დამტკიცებული ტრანსპლანტაციის საბჭოს შესახებ დებულება (დანართი 1) ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად.

5. მე-3 პუნქტით დამტკიცებული ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრის შესახებ დებულების:

ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“,„ზ“,„თ“ ,„ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ვ) ახორციელებს პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლზე სამედიცინო დაწესებულებების მოთხოვნილებების დაგეგმვას და კოორდინაციას უწევს მის დაკმაყოფილებას;

ზ) ორგანიზაციულ-მეთოდურ და კონსულტაციურ დახმარებას უწევს სამედიცინო დაწესებულებებს პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ტრასპლანტაციის საკითხებში;

თ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აწარმოებს მოსახლეობაში პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის დონორების (როგორც აუტოლოგიურის, ასევე ალოგენურის) აგიტაციას ბუკლეტების, მედიის, ლექციებისა და ინდივიდუალური საუბრების მეშვეობით;

ი) ალოგენური ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს დონორისა და რეპიციენტის შესახებ ინფორმაციის გაცვლას სამედიცინო დაწესებულებებსა და პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ბანკებს შორის, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით;

კ) აწარმოებს პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის როგორც ალოგენური, ისე აუტოლოგიური ტრანსპლანტაციის სტატისტიკას, რომლის საფუძველზე შექმნილი მონაცემთა ბაზა უნდა იძლეოდეს საქართველოში პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის გადანერგვასთან დაკავშირებული მასალის სტატისტიკური, კლინიკური და მეცნიერული ანალიზის საშუალებას“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრი შეიცავს შემდეგ რეგისტრებს:

     ა) ორგანოგადანერგილ პაციენტთა რეგისტრი   (რეგისტრში აღრიცხვაზე უნდა იქნეს აყვანილი საქართველოში მცხოვრები ორგანოგადანერგილი ყველა პაციენტი. რეგისტრი უნდა იყოს მონაცემთა ბანკი, რომელშიც იქნება მუდმივი განახლებადი ინფორმაცია პაციენტთა საპასპორტო და სამედიცინო მონაცემების შესახებ. რეგისტრის მონაცემთა ბაზა ივსება და ახლდება ექიმთა და პაციენტთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით. რეგისტრში არსებული მონაცემები უნდა იყოს თირკმელგადანერგილ პაციენტთათვის სახელმწიფო პროგრამით შეძენილი იმუნოსუპრესიული და სხვა სპეციფიკური პრეპარატების განაწილების საფუძველი);

ბ) პოტენციურ რეციპიენტთა რეგისტრი  (ინფორმაცია შეიკრიბება დიალიზის ცენტრებიდან. უნდა შემუშავდეს და ბიოთეკის ნაციონალურ საბჭოსთან შეთანხმდეს სპეციალისტთა მიერ შედგენილი ის კრიტერიუმები, რომლებიც განაპირობებენ მათი ოპერაციის რიგითობას გვამი დონორის შემთხვევაში (ასაკი, დიალიზზე ყოფნის ხარგძლივობა, ანტისხეულთა ტიტრი, ანტიგენური შემადგენლობა და დონორთან მისი მატჩინგი და ა.შ.). ამ რეგისტრის საფუძველია დიალიზის რეგისტრში აღრიცხვაზე მყოფი პაციენტები);

გ) დიალიზზე მყოფთა რეგისტრი (ინფორმაცია შეიკრიბება დიალიზის ცენტრებიდან კითხვარის საფუძველზე, რომელშიც შევა როგორც ზოგადი, ისე სამედიცინო მონაცემები, რომლებიც განაპირობებენ პოტენციურ რეციპიენტთა რეგისტრში მათი ჩასმის პრიორიტეტულობას (ასაკი, დაავადების ბუნება, დიალიზზე ყოფნის ხანგრძლივობა და ა.შ.)) ;

დ) პრედიალიზური რეგისტრი (ინფორმაცია შეიკრიბება დიალიზის ცენტრებიდან. სპეციალისტთა მიერ შემუშავებული ობიექტური სამედიცინო კრიტერიუმები განაპირობებენ გამოთავისუფლებულ სადიალიზო ადგილზე პაციენტთა ჩასმის პრიორიტეტს (ასაკი, დაავადების ბუნება და ა.შ.));

ე) ცოცხალ ნათესავ დონორთა გაცვლის (Donor Exchange Registry) რეგისტრი (უნდა შეიქმნას მონაცემთა ბაზა ყველა პოტენციურ ცოცხალ ნათესავ დონორზე, რომელიც თანახმაა გასცეს თავისი თირკმელი, მაგრამ ანტიგენური მაჩვენებლებით თანხვედრა მის ნათესავ რეციპიენტთან არ არსებობს. კომპიუტერმა უნდა შეაჩეროს შესაძლო დონორ-რეცპიენტთა წყვილები ამ კატეგორიის ადამიანებისაგან. ე.ი. მოხდა დონორების გაცვლა. ამ რეგისტრში შეიძლება ჩაერთოს კავკასიის სხვა ქვეყნებიც);

ვ) პოტენციურ დონორთა (”YES Registry) რეგისტრი (     უნდა დაფიქსირდეს მოქალაქეთა სურვილი სიკვდილის შემდეგ ორგანოს ან ქსოვილის დონორობაზე გადანერგვის მიზნით. პიროვნებას ეძლევა კოდური ნომერი, რომელიც იშიფრება მხოლოდ სპეციფიკური მოთხოვნის საფუძველზე. რეგისტრში ფიქსირდება პოტენციური დონორის გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი, პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი. თანხმობის გაცხადების თარიღი. ვინ დააფიქსირა თანხმობა (ანდერძი, ტელეფონოგრამა, პირადი განცხადება დამოწმებული ნოტარიულად, მძღოლის მოწმობა, პაციენტი პირადად მოვიდა რეგისტრში და ა.შ.);

ზ) დონორობაზე უარის თქმის („NO“ Registry) რეგისტრი (უნდა დაფიქსირდეს მოქალაქეთა უარი სიკვდილის შემდეგ ორგანოს ან ქსოვილის დონორობის შესახებ. პიროვნებას ეძლევა კოდური ნომერი, რომელიც იშიფრება მხოლოდ სპეციალური მოთხოვნის საფუძველზე. რეგისტრში ფიქსირდება მოქალაქის გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი, პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი. უარის გაცხადების თარიღი. ვინ დააფიქსირა უარი და რის საფუძველზე (ანდერძი, ტელეფონოგრამა, პირადი განცხადება დამოწმებული ნოტარიულად, მძღოლის მოწმობა, პაციენტი პირადად მოვიდა რეგისტრში და ა.შ.));

თ) პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის რეგისტრი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას როგორც აუტოლოგიური, ასევე ალოგენური ტრანსპლანტაციის მიზნით აღებული და შენახული სისხლის შესახებ;

ი) პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლგადანერგილ პაციენტთა რეგისტრი, სადაც აღრიცხვაზე იქნება აყვანილი საქართველოში მცხოვრები ყველა მსგავსი გადანერგვის მქონე პაციენტი (შეიქმნება მონაცემთა ბაზა, რომელშიც მუდმივად იქნება განახლებული ინფორმაცია პაციენტთა საპასპორტო და სამედიცინო მონაცემების შესახებ. მონაცემთა ბაზის შევსება და განახლება ხდება ექიმთა და პაციენტთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე);

კ) პოტენციურ რეციპენტთა რეგისტრი (ინფორმაციის შეკრება მოხდება ბავშვთა და მოზრდილთა ონკოჰემატოლოგიური კლინიკებიდან);

ლ) პოტენციურ დონორთა რეგისტრი (ინფორმაციის შეკრება მოხდება ქალთა კონსულტაციებიდან, გინეკოლოგიური კლინიკებიდან და სამშობიარო სახლებიდან, სადაც დაფიქსირდება მოქალაქეთა ვინაობა, სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი, პირადი განცხადება დონორობის სურვილის შესახებ და სურვილის გამოთქმის თარიღი. ზემოაღნიშნული მონაცემთა ბაზა უნდა შეადგენდეს საქართველოს ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ბანკის ვებგვერდის ნაწილს და მისაწვდომი უნდა იყოს სათანადოდ ავტორიზებული სპეციალისტთათვის);

მ) მონაცემთა არქივი (არქივი მოიცავს ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც აღარაა საჭირო ამ პუნქტის „ა-ლ“ ქვეპუნქტებში მითითებულ რეგისტრებში“.

5. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31 . დამტკიცდეს პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკის დებულება (დანართი 4).

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ლ. ჭიპაშვილი

 დანართი 1

ტრანსპლანტაციის საბჭოს შესახებ

დებულება

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ტრანსპლანტაციის პრობლემების მიმართ ნაციონალური პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით, იქმნება ტრანსპლანტაციის საბჭო (შემდგომში – საბჭო). იგი მეთვალყურეობას უწევს მედიცინის სპეციალიზებული დახმარების ამ დარგს, წარმოადგენს სათათბირო და სარეკომენდაციო ორგანოს.

2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან მედიცინის იმ დარგების სპეციალისტები, რომლებიც ახორციელებენ და უზრუნველყოფენ ორგანოთა (ქსოვილის, უჯრედის) ტრანსპლანტაციას.

3. კონკრეტული დავალებების (გეგმების) შესასრულებლად საბჭოს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტები სამეცნიერო-კვლევითი და სამედიცინო დაწესებულებებიდან, სამეცნიერო ცენტრებიდან, პრაქტიკული ჯანმრთელობის დაცვის სფეროდან.

4. საქართველოში ორგანოთა (ქსოვილის, უჯრედის) ტრანსპლანტაციის სტრატეგიის და ტაქტიკის განსაზღვრიდან გამომდინარე, რომელიც საბჭოს ძირითად ამოცანას წარმოადგენს, მას ეკისრება შემდეგი ფუნქციები:

ა) ადამიანის ორგანოთა ტრანსპლანტაციის სამეცნიერო და სათანადოდ დასაბუთებული პროგრამების შემუშავება;

ბ) ადამიანის ორგანოთა (ქსოვილის, უჯრედის) ტრანსპლანტაციის პრობლემების შესახებ სამეცნიერო კვლევების დაგეგმვა;

გ) ორგანოთა (ქსოვილის, უჯრედის) ტრანსპლანტაციის პრობლემების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გაცვლა სხვადასხვა უცხოეთის ქვეყნების კლინიკებთან, მათთან სამეცნიერო-პრაქტიკული კავშირების დამყარება;

დ) ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების და სხვა კერძო ავტორების მიერ ტრანსპლანტოლოგიური დახმარების შესახებ მოწოდებული წინადადებების, რეკომენდაციებისა და ნაშრომების შესახებ საექსპერტო დასკვნის მიცემა;

ე) ტრანსპლანტოლოგიური სამსახურისათვის საჭირო სამედიცინო პრეპარატების და ტექნიკის შემუშავების და წარმოების შესაძლებლობების შესწავლა და შესაძლო შეკვეთების დაგეგმვა;

ვ) ორგანოთა (ქსოვილის, უჯრედის) ტრანსპლანტაციისთვის აუცილებელი საზღვარგარეთ შესასყიდი სამედიცინო ტექნიკის, სამკურნალო პრეპარატების და სხვა საშუალებების მიმდინარე და პერსპექტიული მოთხოვნილების განსაზღვრა;

ზ) ორგანოთა (ქსოვილის, უჯრედის) ტრანსპლანტაციის საკითხებში ექიმთა დახელოვნებისათვის პროგრამების, გეგმებისა და წინადადებების შემუშავება. თავის ტვინის სიკვდილის, ტრანსპლანტანტის აღების და დამზადების, აგრეთვე იმუნოლოგიური ტიპირების შესახებ რეკომენდაციების მიწოდება, მისი მოთხოვნილების განსაზღვრა;

თ) ტრანსპლანტოლოგიის პრობლემების შესახებ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ყრილობების, სიმპოზიუმების, კონფერენციების, სემინარების მომზადება და ჩატარება;

ი) ორგანოთა (ქსოვილის, უჯრედის) ტრანსპლანტაციის ახალი მეთოდების და ორგანიზაციული სამსახურის მეთოდური, ინსტრუქციული და საინფორმაციო მასალების რეცენზირება და დანერგვა;

კ) ორგანოთა (ქსოვილის, უჯრედის) ტრანსპლანტაციის სფეროში პრაქტიკულად მოღვაწე სპეციალიზებული სამედიცინო სამსახურის მოქმედების კოორდინირება.

5. საბჭოს პრინციპებია:

ა) მუშაობისას იხელმძღვანელოს საქართველოს კანონებით და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით ჯანმრთელობის დაცვის საკითხების შესახებ. აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებით და ინსტრუქციებით, წინამდებარე დებულებით;

ბ) მჭიდროდ ითანამშრომლოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან, უმაღლეს სამედიცინო სასწავლო დაწესებულებებთან, სამეცნიერო ცენტრებთან, პრაქტიკული მედიცინის დაწესებულებებთან;

6. საბჭოს სხდომები სხვადასხვა პრობლემებთან დაკავშირებით მოიწვევა საჭიროების მიხედვით.

7. საბჭო გაწეული მუშაობის შესახებ ყოველწლიურად 1 თებერვლისათვის ანგარიშს წარადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან.

 დანართი 4

პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკი (შემდგომში – ბანკი) შეიძლება იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება ან სამკურნალო, სამეცნიერო ან საგანმანათლებლო სამედიცინო დაწესებულების შემადგენელი ნაწილი (სტრუქტურული ერთეული).

2. ბანკი თავის მუშაობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით და საკუთარი ან იმ სამკურნალო, სამეცნიერო ან საგანმანათლებლო სამედიცინო დაწესებულების წესდებით, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს.

3. ბანკის ძირითადი ფუნქციაა აუტოლოგიური ან ალოგენური ტრანსპლანტაციის მიზნით პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ხანგრძლივი დროით შენახვა და დონაცია.

    მუხლი 2. ბანკის ამოცანები

ბანკის ძირითადი ამოცანებია:

ა) დონორთა კადრების დაგეგმვა, მათი აღრიცხვა და სამედიცინო შემოწმების ორგანიზება;

ბ) პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის აღება და ბანკში ტრანსპორტირების ორგანიზება;

გ) პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის დამუშავება;

დ) პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების კრიოკონცენტრატის დამზადება;

ე) დამუშავებული პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ტესტირება და ტიპირება;

ვ) კრიოკონცენტრატის ხანგრძლივი დროით შენახვა;

ზ) ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის მათთან დადებული ხეკლშეკრულებების საფუძველზე კრიოკონცენტრატის გადაცემა;

თ) სამედიცინო დაწესებულებებისთვის ორგანიზაციულ-მეთოდური და კონსულტაციური დახმარების გაწევა ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის საკითხებში, თანამედროვე ტექნოლოგიების პროპაგანდა;

ი) მოსახლეობაში პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის შენახვის პროპაგანდა მედიის, ლექციებისა და ინდივიდუალური საუბრების საშუალებით როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე;

კ) პლაცენტის და ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ხარისხის კონტროლის სტანდარტების შემუშავება და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყანის ორგანიზაცია.