დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 14 მაისის №195 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 552 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/11/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.026102 |
|
„ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 14 მაისის №195 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 14 მაისის №195 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/05/2026, 010220020.10.003.025744) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 აპრილის №734 განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების მიზნით მიმდინარე სამუშაოების სოციალურ-ეკონომიკური სარგებლიანობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ პროექტ(ებ)ის ეფექტიანი მართვისათვის გატარებული ღონისძიებების შეფასებისა და დადასტურების მიზნით, შეიქმნას „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე. 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − კომისიის წევრი. 4. საქართველოს კულტურის მინისტრი − კომისიის წევრი. 5. საქართველოს ფინანსთა მინისტრი − კომისიის წევრი. 6. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − კომისიის წევრი. 7. საქართველოს სპორტის მინისტრი − კომისიის წევრი. 8. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი. 9. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – კომისიის წევრი. 10. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი. 11. სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი − კომისიის წევრი. 12. სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე − კომისიის წევრი. 13. სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი − კომისიის წევრი. 14. სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელი − კომისიის მდივანი.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების: ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „3. კომისიის საქმიანობის ფარგლებში შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტ(ებ)ის მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობასთან დაკავშირებული ისეთი საკითხ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტიდან, თუმცა მნიშვნელოვნად უკავშირდება შესაბამისი პროექტ(ებ)ის შეუფერხებელ და ეფექტიან განხორციელებას ან/და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას.“; ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, საჭიროებიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადებით დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები