„წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 დეკემბრის №533 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 დეკემბრის №533 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 550
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 120260020.10.003.026100
550
18/11/2026
ვებგვერდი, 18/11/2026
120260020.10.003.026100
„წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 დეკემბრის №533 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №550

2026 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

„წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 დეკემბრის №533 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 დეკემბრის №533 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/12/2025, 120260020.10.003.025427) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები:

„71. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სახეების დაკომპლექტებისას წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უპირატესობა მიენიჭებათ თავდაცვის კოდექსის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს.

72. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სახეების დაკომპლექტების მიზნით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის კრიტერიუმები, ამ მუხლის 71  პუნქტის გათვალისწინებით,  განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე