დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 19 დეკემბრის №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 549 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/11/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120000000.10.003.026099 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 19 დეკემბრის №427 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/12/2024, 120000000.10.003.024822) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე შესარჩევ წვევამდელთა სიაში აისახება: ა) გამოსაძახებელი რესურსი, აგრეთვე 17 წლის პირი, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია, იმყოფებოდეს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე და რომელსაც დადგენილებით განსაზღვრულ გაწვევის პერიოდში უსრულდება 18 წელი; ბ) წინა წელს შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გასაწვევად შერჩეული წვევამდელები, რომელთა მიმართაც მიღებულია თავდაცვის კოდექსის 69-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით ან/და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება და არ განხორციელდა მათი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამედიცინო შემოწმება ან/და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სახეების (ვადების) დაკომპლექტების გამო.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები