,,საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ჰუმანიტარული და ტექნიკური ეკონომიკური დახმარების ხელშეწყობისათვის თანამშრომლობის თაობაზე“ 1992 წლის 31 ივლისის ხელშეკრულების და ,,საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2002 წლის 10 დეკემბრის შეთანხმების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დახმარების პროგრამების განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აპრილის №283 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 412
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 60, 30/04/2007
სარეგისტრაციო კოდი 200.030.000.22.033.010.284
  • Word
412
23/04/2007
სსმ, 60, 30/04/2007
200.030.000.22.033.010.284
,,საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ჰუმანიტარული და ტექნიკური ეკონომიკური დახმარების ხელშეწყობისათვის თანამშრომლობის თაობაზე“ 1992 წლის 31 ივლისის ხელშეკრულების და ,,საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2002 წლის 10 დეკემბრის შეთანხმების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დახმარების პროგრამების განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აპრილის №283 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.030.000.22.033.010.284

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №412

2007 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ჰუმანიტარული და ტექნიკური ეკონომიკური დახმარების ხელშეწყობისათვის თანამშრომლობის თაობაზე� 1992 წლის 31 ივლისის ხელშეკრულების და საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ� 2002 წლის 10 დეკემბრის შეთანხმების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დახმარების პროგრამების განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების შესახებ� ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აპრილის №283 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აპრილის №283 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ჰუმანიტარული და ტექნიკური ეკონომიკური დახმარების ხელშეწყობისათვის თანამშრომლობის თაობაზე� 1992 წლის 31 ივლისის ხელშეკრულების და საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ� 2002 წლის 10 დეკემბრის შეთანხმების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დახმარების პროგრამების განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების შესახებ� ინსტრუქციაში (სსმ III, 26.04.04, №44, მუხ. 386) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტში, ხოლო ჰუმანიტარული დახმარებისათვის დამატებით მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრო ოფიციალურად, წერილობით აცნობებს პროექტის განმახორციელებელს დახმარების ფარგლებში იმპორტზე თანხმობის ან უარის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო არ გასცემს პასუხს ათდღიან პერიოდში, მაშინ ეს ჩაითვლება თანხმობად და განხორციელდება იმპორტი საბაჟო გადასახდელების (გადასახადები და მოსაკრებლები) გარეშე. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს მიერ წერილობით ეცნობება დახმარების პროექტის განმახორციელებელს, შემოსავლების სამსახურს და დახმარების პროგრამაზე პასუხისმგებელ აშშ- ს დონორ სააგენტოს. წერილში მითითებული იქნება უარის მიზეზი.;

ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. განმახორციელებელი, რომელიც დახმარების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს საქონლის, სამუშაოს და მომსახურების შეძენას (შესყიდვას) დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ერთ ეგზემპლარს იტოვებს საკუთარი სააღრიცხვო მიზნებისთვის. განმახორციელებელი წარადგენს საქონლის მომწოდებლის, სამუშაოს შემსრულებლის ან მომსახურების გამწევისგან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ერთ ეგზემპლარს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის საგადასახადო ინსპექციაში. ამასთან, ერთი ქსეროასლი მომდევნო თვის 20 რიცხვამდე წარედგინება შემოსავლების სამსახურს�.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი