„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 იანვრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 547
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.026097
547
18/11/2026
ვებგვერდი, 18/11/2026
040030000.10.003.026097
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 იანვრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №547

2026 წლის 18 ნოემბერი

   ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 იანვრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 იანვრის №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/01/2020, 040030000.10.003.021720) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო წარმოადგენს „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კომპეტენტურ უწყებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე