დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-407 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/11/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/11/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2027 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040000.22.030.016399 |
|
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში (ვებგვერდი, 10/04/2018; სარეგისტრაციო კოდი: 480040000.22.030.016176) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანების: |
ა)
პირველი პუნქტის ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული დანართი №2, დანართი №3 და დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით; |
ბ)
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საანგარიშგებო პერიოდში №5 და №6 დანართებით გათვალისწინებულ ქვეყნებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების გაანგარიშებისათვის საბაზისო თანხა განისაზღვროს შესაბამისად 5000 ევროსა და 5600 აშშ დოლარის ოდენობით.“; |
გ)
26-ე პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,261“ და ,,262“ პუნქტები:
,,261) საავანსო თანხის დაბრუნებამდე, ხელმეორედ საავანსო თანხის გაცემა შესაძლებელია ამ ბრძანების 27-ე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კოეფიციენტის ცვლილებით გამოწვეული გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურების შემცირებისას. 262. ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის კოეფიციენტი და ბინის ქირის პროცენტული წილი ყოველი მომდევნო წლისთვის ექვემდებარება გადაანგარიშებას საშუალო მაჩვენებლის დადგენით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული წინა წლის ოქტომბრიდან მიმდინარე წლის ოქტომბრის ჩათვლით მონაცემებზე დაყრდნობით.“. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები