,,საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნებისა და სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №147 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნებისა და სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №147 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 411
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 60, 30/04/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.010.283
  • Word
411
23/04/2007
სსმ, 60, 30/04/2007
200.010.000.22.033.010.283
,,საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნებისა და სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №147 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
,,საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნებისა და სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №147 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.010.283

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №411

2007 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნებისა და სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის  27 თებერვლის №147 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის“ 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №147 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნებისა და სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესში“ (სსმ III, 27.02.06, №26, მუხ.310) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. სსა-ის ტიპის ნიმუში (შემდგომში _ ტიპის ნიმუში) _ საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის ნიმუში კონკრეტული პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიით, რომელიც შეტანილია სახელმწიფო რეესტრში და ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში“.

ბ) მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისათვის დასაშ-ვები საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრი (შემდგომში – სახელმწიფო რეესტრი) იწარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მიერ.

2. სახელმწიფო რეესტრის წარმოება გულისხმობს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების) საფუძველზე კონკრეტული საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელის შესახებ ამ წესით განსაზღვრული მონაცემების შეტანას, ვადის გაგრძელების თაობაზე ცვლილებების განხორციელებას ან მონაცემთა ამოღებას სახელმწიფო რეესტრიდან.“.

გ) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სახელმწიფო რეესტრში შეტანილ საკონტროლო-სალარო აპარატის ყოველ მოდელზე დგება საინ-ფორმაციო ბარათი, რომელშიც უნდა აისახოს მონაცემები აპარატის სახელწოდების, პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის, გამოყენების სფეროს, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებების რეესტრის წარმოების (შეტანის, შეცვლის, ამოღების) თაობაზე, ინფორმაციები მწარმოებლებზე, განმცხადებლებზე და რეესტრში ყოფნის ვადაზე (დანართი №2).“;

დ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სახელმწიფო რეესტრში საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის შეტანისათვის განმცხადებელმა წერილობით უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს, რომელშიც საჭიროა მითითებულ იქნეს შემდგომი მონაცემები:

ა) მომწოდებლის დასახელება, მისამართი და ტელეფონი;

ბ) საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის დასახელება;

გ) საკონტროლო-სალარო აპარატის მწარმოებელი ქარხნის დასახელება, მისამართი და ტელეფონი“;

ე) მე-5 მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. სახელმწიფო რეესტრში საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის შეტანის საკითხის განხილვა ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) განცხადებები სემოსავლების სამსახურის მიერ განიხილება მათი შემოსვლის რიგითობის მიხედვით, მაგრამ არა უგვიანეს ერთი თვისა;

ბ) საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელები, რომლებიც ადრე იყო განხილული და არ იქნა შეტანილი სახელმწიფო რეესტრში, თავიდან აღარ განიხილება, თუ მათში არ აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რის გამოც უარი ეთქვათ განმცხადებლებს მისი რეესტრში შეტანისათვის;

გ) შემოსავლების სამსახური წარდგენილი მასალების განხილვის შედეგად იღებს გადაწყვეტილებას საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის სახელმწიფო რეესტრში შეტანის თაობაზე, რომელიც განმცხადებელს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში;

დ) იმ შემთხვევაში, თუ განცხადებასთან ერთად წარდგენილი დოკუმეტები არასრულია ან არასრულყოფილია (მათ შორის, დაუსაბუთებელია საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის საკითხი), მაშინ შემოსავლების სამსახური განცხადების მიღების დღიდან 10 დღის განმავლობაში წერილობით აცნობებს განმცხადებელს, რომ შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენამდე ან ხარვეზის გამოსწორებამდე საკონტროლო-სალარო აპარატის კონკრეტული მოდელის სახელმწიფო რეესტრში შეტანის საკითხი შემოსავლების სამსახურის მიერ არ განიხილება.

10. სახელმწიფო რეესტრში საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის შეტანის საკითხის განხილვისას შემოსავლების სამსახური ითვალისწინებს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე საკონტროლო-სალარო აპარატების კონკრეტული მოდელის ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის დონეს;

ბ) კონკრეტული საქმიანობის სფეროში გამოსაყენებლად (კლასიფიკაციის განსაზღვრისას) სსა-ის მოელის დაშვებისა, ამ სფეროში აღრიცხვა-ანგარიშგებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან ამ მოდელის ტექნიკურ-ფუნქციონალური შესაძლებლობების შესაბამისობას.

11. ამ წესით დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებთან სახელმწიფო რეესტრში შესატანად წარმოდგენილი სსა-ის მოდელის შესაბამისობის და ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აპარატის წარმოდგენილი მოდელის სახელმწიფო რეესტრში შეტანის თაობაზე.“;

ვ) მე-5 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,13. შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის სახელმწიფო რეესტრში შეტანის, ცვლილების ან ამოღების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.

14. სახელმწიფო რეესტრში შეტანილი საკონტროლო-სალარო აპარატების ტიპის ნიმუშები (რომლებიც დალუქული უნდა იყოს სააგენტოს და შემოსავლების სამსახურის ლუქებით), ელექტრონულ მატარებელზე არსებული პროგრამა, საინფორმაციო ბარათები და შესაბამისი დოკუმენტაცია ინახება შემოსავლების სამსახურში.“;

ზ) მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. რეესტრში ცვლილების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს განცხადებლის შუამდგომლობა მოდელის ვადის გაგრძელების თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობით განმცხადებელი რეესტრში მოდელის ყოფნის ვადის გასვლამდე არა უგვიანეს ორი თვით ადრე მიმართავს შემოსავლების სამსახურს და წარუდგენს დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებს საკონტროლო-სალარო აპარატის მოცემული მოდელის წარმოების ან მიწოდების და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების შეუფერხებელი განხორციელების შესაძლებლობას (ხელშეკრულება და/ან წარმოების ტექნიკური მონაცემები).

2. შემოსავლების სამსახურს ამ წესის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხების შესწავლა/ანალიზის საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება სსა-ის მოდელის ვადის გაგრძელების ან რეესტრიდან ამოღების თაობაზე.“;

თ) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სახელმწიფო რეესტრიდან სსა-ის მოდელის ამოღება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე. რეესტრიდან სსა-ის მოდელის ამოღების შემდეგ საგადასახადო ინსპექციების მიერ აღარ ხდება მათი რეგისტრაცია, ხოლო ინსექციებში უკვე რეგისტრირებული სსა-ების გამოყენება ნებადართულია გადაწყვეტილების მიღების დღიდან ერთი წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ რეესტრიდან სსა-ის მოდელის ამოღების საფუძველს წარმოადგენს ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი, სსა-ის მოდელის გამოყენების ვადა შეადგენს არა უმეტეს სამ თვეს.“;

ი) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოდელებზე არსებული პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის და გამოყენების სფეროების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო რეესტრში შეტანა განახორციელოს შემოსავლების სამსახურმა განმცხადებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის და მასთან არსებული მოდელების შესახებ ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე.“;

კ) დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №1

მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორების განსახორციელებლად საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებლად დაშვებული საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრი

 

საკონტრო-ლო სალარო აპარატების მოდელების დასახელება

პროგრა-მული უზრუნვე-ლყ. ვერსია

გამოყენე-ბის

სფეროები

განმცხადე-ბლის დასახელება, მისამართი,

ტელეფონი

შემოსავლების სამსახურში

გადამხდელის

აპარატის

სახელმწიფო

რეესტრში

შეტანის

თაობაზე

ბრძანების

ნომერი და

თარიღი,

რეესტრში

ყოფნის თარიღი

შემოსავლების სამსახურში გადამხდელის აპარატის რეესტრში ყოფნის ვადის გაგრძელების თაობაზე ბრძანების ნომერი და თარიღი გაგრძელების ვადა

შემოსავლების სამსახურში გადამხდელის აპარატის რეესტრიდან ამოღების თაობაზე ბრძანების ნომერი და თარიღი, რეესტრიდან ამოღების თარიღი

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9