დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №578 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1263 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/11/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320030.22.027.017744 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის №578 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010320030.22.027.017072) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ყოფილი მოსამსახურე სამსახურში ხელახალი მიღების შემთხვევაში აგრძელებს მუშაობას სამსახურიდან გათავისუფლებამდე მინიჭებული წოდებით, ხოლო თუ მას სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მიენიჭა წოდება სხვა სახელმწიფო სამსახურში ყოფნისას, მოხდება წოდებათა გათანაბრება ამ წესის №3 დანართით განსაზღვრული შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ზღვრული სპეციალური წოდების მიუხედავად.“; ბ) მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. მოსამსახურეს, რომელსაც დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი ან რომლის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და დისციპლინური წარმოება მის მიერ დისციპლინური შესაძლო გადაცდომის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური სახდელის მოხსნამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან დისციპლინური წარმოების დასრულებამდე.“. 2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. სპეციალური წოდების მინიჭება სხვა სახელმწიფო სამსახურიდან გადმოსული მოსამსახურისთვის „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებიდან, ასევე სამინისტროს სისტემის სხვა დაწესებულებიდან გადმოსულ მოსამსახურეს, რომელსაც განსხვავებული სპეციალური წოდება აქვს, მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება ამ წესის №3 დანართით განსაზღვრული შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ზღვრული სპეციალური წოდების მიუხედავად. თუ ამ პირის სპეციალური წოდება იმავე დანართით განსაზღვრული შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილ ზღვრულ სპეციალურ წოდებაზე დაბალია, მისთვის მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად სამსახურის ვადაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი სპეციალური წოდების მინიჭებამდე მიღებული სპეციალური წოდებით ნამსახურობა.“. 3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითების, როგორც დისციპლინური სახდელის, გამოყენების უფლება აქვს სამსახურის გენერალურ დირექტორს.“. 4. წესის №3 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №3
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში თანამდებობების შესაბამისი ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდებები
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები